ფედერალისტების ერთ–ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი, რომელიც დღეს მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხა, წერს:
დაკითხვა დაახ. 15 წუთი გაგრძელდა და დასრულდა როგორც მოსალოდნელი იყო.
ზუსტად ვიცი, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ამ ქვეყნის არაფორმალური მმართველი – მაგრამ მოწმედ ვერ გამოვდგები. ზუსტად ვიცი, რიმ მზია ამაღლობელის მოსამართლემ გადაწყვეტილება რეჟიმის დაკვეთით მიიღო – მაგრამ მოწმედ ვერ გამოვდგები.
ზუსტად ვიცი რომ ბაჩო ახალაია 4 ოქტომბრის ავანტიურაში აქტიურად მონაწილეობდა, მაგრამ მოწმედ ვერ გამოვდგები.
