ზურიკო VS ხვიჩა – როგორი იქნება პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა?

„პარიზიენი“ წერს, რომ „სენტ-ეტიენთან“ ლიგა 1-ის 27-ე ტურის გასვლით მატჩში პსჟ-ს კოჭ-წვივის ტრავმის გამო ლი ვერ დაეხმარება, სენი მეილიუ დისკვალიფიცირებულია, ხოლო აშრიფ ჰაკიმის დაასვენებენ.
რადგან „პარი სენ ჟერმენს“ 1-ელ აპრილს ლილში „დიუნკერკთან“ საფრანგეთის თასის ნახევრფინალი აქვს ჩასატარებელი, მწვრთნელი ლუის ენრიკე როტაციას მიმართავს. მით უმეტეს, უნდა გაითვალისწინოს, რომ ფეხბურთელები ნაკრებებიდან დაღლილები დაბრუნდნენ.
აღნიშნულია, რომ , ალბათ, სასტარტოში იქნება, ისევე როგორც მეტოქე გუნდის ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი.
პსჟ (სავარაუდო ძირითადი შემადგენლობა): დონარუმა, ზაირ-ემერი, ბერალდო, ერნანდესი, მენდეში, ნევეში, ფაბიანი, დუე, ბარკოლა, კვარაცხელია, რამუში.
შეხვედრა „ჟოფრუა გიშარზე“ თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში