ზურიკო დავითაშვილის “სენტ ეტიენს” ახალი მწვრთნელი ჰყავს

საფრანგეთის ლიგა 1-ის ბინადარმა “სენტ ეტიენმა”, სადაც საქართველოს ნაკრების შემტევი ზურიკო დავითაშვილი თამაშობს, გვაუწყა, რომ მთავარი მწვრთნელი ოლივიე დალ’ოლიო გაათავისუფლა.
კლუბი 60 წლის სპეციალისტის ხელმძღვანელობით ეროვნულ ჩემპიონატში გასავარდნ ზონაშია, ბოლო 5-დან 4 შეხვედრა წააგო და კარისკენ მიუთითეს.
დავითაშვილის გუნდს დროებით ლორან ოუარდი უხელმძღვანელებს, რომელიც “სენტ ეტიენის” აკადემიის დირექტორის პოზიციას იკავებდა.