ზურიკოს ორი საგოლე გადაცემა, ხელიდან გაშვებული გამარჯვება და შეხლა-შემოხლა მატჩის შემდეგ [VIDEO]

ლიგა 1-ის ოცდამესამე ტურში „სენტ-ეტიენი“ საკუთარ მოედანზე „ანჟესთან“ ფრეს დასჯერდა – 3:3.
მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი მიმდინარე სეზონში პირველად არ იყო ძირითად შემადგენლობაში, შესვენების შემდეგ შევიდა შეცვლაზე, როდესაც ანგარიში 1:2 იყო და მისი პასით პიერ ეკვამ ანგარიში გაათანაბრა, შემდეგ კი ქართველის გადაცემულ ბურთს ირვენ კარდონამ იაჰია ფოფანას კარში მიუჩინა ადგილი. თუმცა, კომპენსირებულ დროში სტუმრებმა პენალტი გაიტანეს და ფრეს მიაღწიეს.
თამაშის შემდეგ შეხლა-შემოხლას ჰქონდა ადგილი, რომელშიც ზურიკოც მონაწილეობდა.
დავითაშვილმა ანალიტიკური საიტებისგან ორივე გუნდიდან ერთ-ერთი საუკეთესო შეფასებები დაიმსახურა: sofascore 8.1, whoscored
7.8, flashscore 7.8. მის ანგარიშზე მიმდინარე ტურნირზე 22 მატჩში 7 გოლი და 4 საგოლე პასია.
„სენტ-ეტიენი“ 19 ქულით მეთექვსმეტე ადგილზეა და 1-ელ მარტს „ნიცას“ უმასპინძლებს.
სენტ-ეტიენი – ანჟე 3:3
გოლები: 0:1 აბდელი (7, პენ), 0:2 აბდელი (17), 1:2 კარდონა (36), 2:2 ეკვა (52), 3:2 კარდონა (73), 3:3 დიენგი (90+4, პენ)

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში