“ზურგის ტრამვა, სახეზე სისხლნაჟღენთები” – რას ამბობს სახალხო დამცველი

სახალხო დამცველის აპარატმა კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, მოინახულა, რომელიც დუშეთის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული.
მათი ინფორმაციით, ელისაშვილს დაზიანებები სახისა და ზურგის არეში აღენიშნება.
დაკავებული ალეკო ელისაშველის მიმართ პოლიციელების მხრიდან მისი დაკავებისას განხორცილდა არაპროპორციული ძალა, ჩვენ ის გუშინვე მოვინახულეთ, მას აღენიშნება დაზიანებები სახის არეში სისხლნაჟღენთებისა და ნაკაწრების სახით, ამასთან იგი მიუთითებს ცემის შედეგად ზურგის არეში მიღებული ტრამვის შესახებ. ალეკო ელისაშვილის მიმართ პოლიციელების მიერ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის თაობაზე უკვე ვაცნობეთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, აღნიშნული გამოძიების მონიტორინგს განახორციელებს სახალხო დამცველის აპარატი“,- განაცხადა იოსელიანმა.
სახალხო დამცველის განცხადებით, ამ დროისთვის, ომბუდსმენის რწმუნებულებმა 260 პირი მოინახულეს.
მისივე თქმით, პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე 188 მოქალაქე მიუთითებს.

.fb-background-color { background: #ffffff !important; } .fb_iframe_widget_fluid_desktop iframe { width: 800px !important; }

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ფარულავა – ხელისუფლება შეკითხვებს გაექცა, თუ ვინმეს ბოდიში აქვს საზოგადოებისთვის მოსახდელი, ეს „ქართული ოცნებაა“, რაც შეეხება 20 ივნისის საქმეს, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის გახარიას მიმართ განაჩენი

შახტებსა და მაღაროებში დასაქმებულებს, ვინც სამსახურიდან, რეორგანიზაციის გამო, 2025 წლის 1-ელი იანვრიდან გათავისუფლდნენ, თუმცა 2025 წლის 31 დეკემბრამდე, კვლავ დასაქმდნენ, უწყვეტი სტაჟი უნარჩუნდებათ