“ზურა ჯაფარიძე ხელისუფლებას არ დაუჭერია” – ლაშა ნაცვლიშვილი

ქართული ოცნების ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსანი და მომხრე,. ლაშა ნაცვლიშვილი:
ზურა ჯაფარიძე ხელისუფლებას არ დაუჭერია, მან საკუთარი თავი დაიჭირა:
1. ზურა ჯაფარიძემ არჩევნები წააგო და მოიტყუა, მოვიგეო; 2. საკუთარი ტყუილის მძევალმა არჩევნები გაყალბებულად, პარლამენტი კი, არალეგიტიმურად გამოაცხადა; 3. ტყუილში გაჯიუტებულმა საპარლამენტო კომისიაც არალეგიტიმურად შერაცხა და არ გამოცხადდა სხდომაზე, ანუ განზრახ ჩაიდინა დანაშაული; 4. ჰუმანურმა პროკურატურამ იგი არ დააკავა და გირაოს შეფარდების შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს, რაც დაკმაყოფილდა კიდეც; 5. ტყუილის და აბსურდის სპირალში შესულმა გირაოს შეტანაზე უარი განაცხადა და ის სრულიად კანონიერად დააპატიმრეს, რადგან სხვა გზა მან არც სასამართლოს და არც პროკურატურას არ დაუტოვა. დასკვნა: ვიდრე მიზეზ-შედეგობრივი კავშირის ძებნა გვეზარება, ადვილად მოგვატყუებენ. არადა, მისი პატიმრობა პირველი პუნქტიდან იწყება, როცა იცრუა, არჩევნები არ წამიგიაო.
პ.ს. სცადოს, აბა, ვინმემ და არ გამოცხადდეს აშშ-ს სენატის კომისიაზე, – მერე განახებთ მის ბუმბულს, ველად გაფანტულს.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – ალეკო ელისაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი, თუმცა, გამოძიებამ ეს ყველაფერი გადადო გვერდით, მხოლოდ სიტყვა „არაკაცი“ ამოწია, ამოჭრა ამ საქმიდან და მის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღძრა – ეს შერჩევითი სამართალია

შალვა კერესელიძე გახარიას პარტიის კანონპროექტის კენჭისყრაზე – „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა თავის მართლების პოზიციაში თვითონ ჩაიყენეს თავი და ეძებენ მიზეზებს – ტექნიკურ შეცდომას ნუ დავაბრალებთ, ეს მიზანმიმართული გადაწყვეტილებაა და თუ ასე არ არის, ჩავატაროთ კენჭისყრა თავიდან