ზურა შევარდნაძე: ბევრი მეფიქრება მომავალზე და კიდევ უფრო მეტი გავლილ წლებზე

დაბადების დღეა დღეს ჩემი, 45 წლის შევიქენი.
ბევრი მეფიქრება მომავალზე და კიდევ უფრო მეტი გავლილ წლებზე.
გრძელი გზის გავლა მომიხდა, ნამეტანი შორიდან დაწყება მომიწია იქ რომ მოვსულიყავი სდაც ვარ. ბევრიც შემეშალა, რასაც ხელი მოვკიდე და შევეჭიდე ყველაფერი გამომივიდა, ეს გამართლებაა, გულიც ვატკინე ადამიანებს ალბთ, არ ვიცი..
ვიცი მხოლოდ ერთი, რომ თუ კაცი მოინდომებს და სიხარულით აკეთებს თავის საკეთებელს შეუძლებელს სეძლებს და გამოუვა რასაც ჩაიფიქრებს. გულით ნაკეთებ საქმეს კი აუცილებლად ეტყობა დაგიფასებენ ადამიანები.
იმდენი სიხარულია, გულწრფელი მადლიერება და სიყვარულია ჩემს ირგვლივ უფლებაც არ მაქვს ბედნიერი არ ვიყო. ყურადღება მივაქციო გაწბილებებს რომელიც მხვდება, ამიტომ ვცდილობ არ შევიმჩნიო, მაკვირვებენ კი ადამიანები ზოგჯერ.
მადლიერი ვარ უსაშველოდ მადლიერი, ამდენი სიყვარულისთვის, ხშირად გადაჭარბებული და დაუმსახურებელი სიტყვებისთვის და სითბოსთვის რომელსაც ასე უხვად იმეტებთ ჩემთვის.
გმადლობთ, გმადლობთ, გმადლობთ!!!!!
ფოტო იური მეჩითოვი
News.ge ულოცავს ზურა შევარდნაძეს დაბადების დღეს. 

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ოდიშარია – ნიურნბერგის პროცესისგან განსხვავებით, არავის დახვრეტასა და ჩამოხრჩობას არ ვითხოვთ – ისტორიაში ყველამ საკუთარი ადგილი უნდა დაიკავოს, რა ადგილი ექნებათ „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის სატელიტებს, ამას მალე ვნახავთ