: რუსულს მე აქ ვერაფერს ვხედავ. საქმე არ გვაქვს და ვიფხანთ რაღაცებს და მახათებს ვიყრით

„თუ იმისთვის არიან {ენჯეოები}, რომ სახელმწიფოს ხელი შეუშალონ, უნდა კონტროლდებოდნენ!”,- ასე აფასებს ლეგენდარული მსახიობი „დაიჯესტთან” ინტერვიუში კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”, რაც პარლამენტს ხელახლა წარედგინა.

მისივე განმარტებით, კანონში „რუსულს” ვერაფერს ხედავს.

„ღმერთო ჩემო, სულ ვუსმენ და ვერაფერი გავიგე რა უნდათ და რატომ კამათობენ?! რუსულს მე აქ ვერაფერს ვერ ვხედავ. საქმე არ გვაქვს და ვიფხანთ რაღაცებს და მახათებს ვიყრით. თუ იმისთვის არიან {ენჯეოები}, რომ შეუშალონ ხელი სახელმწიფოს, უნდა კონტროლდებოდნენ. გარკვეულწილად უშლიან ხელს, რა თქმა უნდა”,-ამბობს ზურა ყიფშიძე.

მან, ასევე, შეაფასა კოლეგის დავით ბეშიტაიშვილის გამოსვლას ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის სცენაზე სპექტაკლის შემდგომ, სადაც მან მაყურებელს პოლიტიკური განცხადებით მიმართა. „ეს არ არის თეატრში სალაპარაკო თემა. შესაძლოა დებატები მოაწყო ტელევიზიაში ან სახლში, მაგრამ არა თეატრში. ჯერ გაგვაგებინონ, რატომ არა?! ვერაფერი გავიგე. ყველაფერს მინდა დავეთანხმო, მაგრამ გამოდის არაფერს ვეთანხმები. მე მხოლოდ სიკეთე და სიმშვიდე მინდა”, – აცხადებს „დაიჯესტთან” ზურა ყიფშიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია ფანჯიკიძე: თემურის მსგავსი ათი რომ გვყავდეს კიდევ, ეს ქვეყანა ელვის სისწრაფით გაიჭრებოდა წინ-მეთქი, ხშირად ვამბობდი. მისთვისაც მითქვამს. საქართველოს ვუსამძიმრებ განსაკუთრებული ადამიანის დაკარგვას

ალექსანდრე დარახველიძე სიძულვილის ენის შემსწავლელ სამმართველოზე – ეფექტი არის – ჩვენი თანამშრომლები ადასტურებენ, რომ თუკი მანამდე ხშირი იყო შეურაცხყოფის შემთხვევები, ბოლო პერიოდში ასეთი ქმედებები მნიშვნელოვნად შემცირდა