ოპოზიციონერი პოლიტიკოსის („კოალიცია ცვლილებისთვის“), ზურაბ ჯაფარიძის დაკავების გამო საქართველოს პარტნიორები განაგრძობენ შეშფოთების გამოხატვას. ამ საკითხზე დღეს, 24 მაისს განცხადება გაავრცელეს სოციალურ ქსელ X-ში ევროკავშირის ქვეყნებმა: ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და ლატვიის საელჩომ.
· ლატვიის საელჩო საქართველში: „ლატვიის საელჩო ღრმად შეშფოთებულია ზურაბ ჯაფარიძის დაკავებით. ოპოზიციის მიმართ რეპრესიული ქმედებები პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულებებს!“
· ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო: „ოპოზიციური პარტია „გირჩი მეტი თავისუფლების“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის დაკავებით ღრმად შეშფოთებულები ვართ. დემოკრატიული უკუსვლა, სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ რეპრესიულ ქმედებებთან ერთად, მათ შორის უსაფუძვლო დაპატიმრებები, არსაითკენ მიმავალ გზაა. ჩვენი სოლიდარობა ზურაბ ჯაფარიძეს!“
ზურაბ ჯაფარიძის დაკავების გამო სხვა დასავლელმა პარტნიორებმაც.
ზურა ჯაფარიძე 22 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომათა დარბაზშივე მოსამართლე ირაკლი შვანგირაძის გადაწყვეტილებით დააკავეს. მას ბრალად ედება „ქართული ოცნების“ მიერ შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიაში გამოუცხადებლობა.
