ზურაბ ჯაფარიძე – მალე პარლამენტის შენობაში ეს ნაგვები უნდა შეიკრიბონ და საკუთარი ლეგიტიმაცია ცნონ, ეს არ უნდა დავუშვათ! – თქვენ ქვეყანაში თავისუფლების ბოლო ბასტიონი ხართ, ქუჩაში ბრძოლა მოგვიწევს, მზად იყავით!

10-დღიანი ვადაა კონსტიტუციით განსაზღვრული, როდესაც ამ შენობაში ეს ნაგვები უნდა შეიკრიბონ და საკუთარი ლეგიტიმაცია უნდა ცნონ. ეს არ უნდა დავუშვათ!, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე აქციაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, „სახე უნდა აეხეს ყველას“, ვინც გაყალბებაში მიიღებს მონაწილეობას.
„რეალობაა, რომ თქვენ გაიმარჯვეთ, პარტიებმა კი არ გაიმარჯვეს, თქვენ გაიმარჯეთ. თქვენთან ერთად გაიმარჯვა ამ ქვეყნის ევროპულმა მომავალმა. ეს შენობა და ძალაუფლება, გეკუთვნით თქვენ, უბრალოდ, არ გაძლევენ, ფიზიკური ძალით არ გაძლევენ. როდესაც საუბარია, რა არის გეგმა და საით უნდა წავიდეთ, ბევრი გეგმა არ არსებობს. წინ არის ძალიან მოკლე ვადები. ერთი ვადაა 21 ნოემბერი – ბოლო ვადა, როდესაც მ უნდა გამოაქვეყნოს ე.წ. შემაჯამებელი ოქმი და ბეჭედი დაარტყას ივანიშვილის რიცხვებს. მანამდე ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ვერ გაბედოს ცესკომ და კალანდარიშვილმა ამის გაკეთება. ქვეყნის გარედან მეგობრები უნდა დაგვეხმარონ. სახე უნდა აეხეს ყველას, ვინც გაყალბებაში მიიღებს მონაწილეობას, დედაბუდიანად უნდა დასანქცირდნენ, აქაც უნდა გაეცეთ პასუხი. ამის შემდეგ, კიდევ პატარა ვადა რჩება, 10-დღიანი ვადაა კონსტიტუციით განსაზღვრული, როდესაც ამ შენობაში ეს ნაგვები უნდა შეიკრიბონ და საკუთარი ლეგიტიმაცია უნდა ცნონ. ეგ არ უნდა დავუშვათ. ეს ჩვენი გასაკეთებელი კი არა, ყველას გასაკეთებელია, თქვენი გასაკეთებელია. თქვენ, ვინც აქ დგახართ, ამ ქვეყანაში თავისუფლების ბოლო ბასტიონი ხართ. თქვენს უკან აღარავინ არის. ჩვენი ერთად გასაკეთებელია ეს. მოგვიწევს ბრძოლა, ქუჩაში ბრძოლა მოგვიწევს. მზად იყავით, მეორედ არავინ დავიბადებით ამ ქვეყანაზე“,- აღნიშნა ჯაფარიძემ.