“ჩემი მიზანია, რომ ერთობა შედგეს, სხვა შემთხვევაში, ვერ გადავრჩებით.
ეს ქვეყანა არ გარუსდება, მაგისი მე მჯერა.
უბრალოდ შეიძლება, თუ ამ კონკრეტულ ბრძოლაში დავმარცხდით, იქიდან მოტრიალება დაგვიჯდეს გაცილებით ძვირი, რთული, მძიმე, მაღალი ფასი.
ეს ბრძოლა რომ არ წავაგოთ ახლა კონკრეტულად, ამისათვის მგონია, მნიშვნელოვანია ძალების კონსოლიდაცია ბევრი თვალსაზრისით.
ჩემი საქმეა ამ ადამიანებთან [ოპოზიციასთან] ურთიერთობა და კომუნიკაცია, არგუმენტების ჩვენება და ახსნა, რომ სხვანაირად უბრალოდ ვერ გადავრჩებით, რასაც დიდი ხანია ვაკეთებ.
თუ იქნება კონსოლიდაცია და ხალხი დაინახავს, რომ ყველა მოძრაობს ერთი მიმართულებით და ყველას აქვს საერთო მიზანი, ერთი და იმავეს აკეთებენ და ლაპარაკობენ… რამდენჯერაც ეს მოვახერხეთ, იმდენჯერ დავდეთ წარმატება,” – წერს სოციალურ ქსელში ზურაბ ჯაფარიძე.