“ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე მიდის ქოცების დელეგაცია… აქციებზე ნაცემი მოქალაქეების ფოტოები მიგვაქვს და დავარიგებთ ყველა მსხვილი ფრაქციის სხდომაზე”, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე “ინსტაგრამის” საკუთარ არხზე წერს.
“27-31 იანვარი, სტრასბურგში არის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, სადაც მონაწილეობის მისაღებად მიდის ქოცების დელეგაცია, სავარაუდოდ წულუკიანის ხელმძღვანელობით. ეკა სეფაშვილი მიჰყავთ “ხალხის ხალიდან” როგორც ოპოზიციის წარმომადგენელი. ეს მასალები [აქციებზე ნაცემი მოქალაქეების ფოტოები] მიგვაქვს და დავარიგებთ ყველა მსხვილი ფრაქციის სხდომაზე (შეთანხმებული გვაქვს უკვე). პლუს, ALDE-ს (წევრები ვართ) ბიუროს და შემდეგ ფრაქციის სხდომაზე გვექნება დრო რომ მოკლე პრეზენტაცია/გამოსვლა გავაკეთოთ მიმდინარე პროტესტზე (უკვე გაწერილია დღის წესრიგში)”, – წერს ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.