ზურაბ ჯაფარიძე – ევროსაბჭოს რეზოლუცია ითხოვს ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებას, ახალ საპარლამენტო არჩევნებს და გმობს რეჟიმის რეპრესიულ კანონმდებლობას – 3 აქაური „ქოცის“ გარდა ყველამ დაუჭირა მხარი

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც ითხოვს ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებას, ახალ საპარლამენტო არჩევნებს, გმობს ბოლო თვეებში რეჟიმის მიერ „მიღებულ“ რეპრესიულ კანონმდებლობას,- ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზურა ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ჯაფარიძე აღნიშნავს, რეზოლუციის თანახმადვე, თუ „ქართული ოცნება“ გადაწყვეტს ასამბლეაზე დელეგაციის გაგზავნას, მის უფლებამოსილებას არ ცნობენ.
„ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც ითხოვს ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებას, ახალ საპარლამენტო არჩევნებს, გმობს ბოლო თვეებში რეჟიმის მიერ „მიღებულ“ რეპრესიულ კანონმდებლობას და აცხადებს, რომ თუ რეჟიმი გადაწყვეტს ასამბლეაზე დელეგაციის გაგზავნას, მისი უფლებამოსილების ცნობა არ მოხდება. 3 აქაური „ქოცის“ გარდა ყველამ დაუჭირა მხარი“,- წერს ჯაფარიძე.