ზურაბ ჯაფარიძე – დღეს ჩამინიშნეს პროცესი, გირაოს ითხოვენ

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის სასამართლო პროცესი ჩაინიშნა. ამის შესახებ პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ზურა ჯაფარიძე აცხადებს, პროკურატურა მისგან გირაოს ითხოვს.
„დღეს , 19:30-საათზე, ჩამინიშნეს პროცესი. გირაოს ითხოვენ“, – წერს ჯაფარიძე.
ცნობისთვის, გენერალურმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილს, ს, ს, ს, ზურაბ ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიას, სა და ბადრი ჯაფარიძეს ახალი ბრალი წაუყენა.
ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს და ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით წარედგინათ, რაც საბოტაჟს და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.
ელენე ხოშტარიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც საბოტაჟის, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდებას და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.
ს, ნიკანორ მელიას, ს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც საბოტაჟს გულისხმობს.