ზურაბ ჯაფარიძე – დღეს მესამედ მომიწყეს ჩასაფრება სახლთან – გომელაური პარლამენტის პიკეტირებაზე ლაპარაკობს, კანონის უზენაესობის დაცვა პრინციპული საკითხია და მკაცრად დავსჯით ყველასო

დღეს მესამედ მომიწყეს ჩასაფრება სახლთან, – ამის შესახებ „გირჩი – მეტი თავისუფლებას“ ლიდერი ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ისინი ორ ავტომობილში 6 ადამიანი იმყოფებოდა და პატრული მხოლოდ მას შემდეგ გამოცხდდა ადგილზე, რაც ისინი წასულები იყვნენ.
ამასთან, ის ეხმაურება შს მინისტრის განცხადებასაც.
„2 მანქანით იყვნენ, ჯამში 6 ადამიანი, ამჯერას პირბადეების გარეშე, ერთ მანქანაში ელაგათ ხელკეტები (დავინახე, გვერდით ჩამიარეს გაქცევისას). მეზობლებმა შენიშნეს, მათვე დარეკეს 112-ში, მე მხოლოდ გაქცევის ნახვა მოვასწარი. პატრული ცხადია მოვიდა მას მერე, რაც უკვე წასულები იყვნენ, ახლა გომელაურს ვუსმენ, პარლამენტის პიკეტირებაზე ლაპარაკობს, კანონის უზენაესობის დაცვა პრინციპული საკითხია და მკაცრად დავსჯით ყველასო“, – წერს ის.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ბარამიძე – „ქართულ ოცნებას“ ხელსაც კი არ ართმევენ, არ პატიჟებენ ისეთ ფორმალურ მიღებაზეც კი, სადაც ასობით ქვეყნის დელეგაციაა, მათ შორის, ისეთი ქვეყნებისაც, რომლებიც დიდი დემოკრატიულობით ვერ გამოირჩევიან