ზურაბ ჯაფარიძე – გიორგი ვაშაძის პროცესებში ჩართვა გააძლიერებს პროცესს, უბრალოდ, მგონია, რომ რამდენიმე დღე უნდა მივცეთ

ჩემი აზრით, გიორგი ვაშაძის პროცესებში ჩართვა გააძლიერებს პროცესს, – ამის შესახებ  “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე დრო უნდა მიეცეს გიორგი ვაშაძეს ადაპტაციისთვის.

“ჩემი აზრით, გიორგი ვაშაძის პროცესებში ჩართვა  გააძლიერებს პროცესს, უბრალოდ, მაინც მე მგონია, რომ რამდენიმე დღე უნდა მივცეთ –  ოჯახთან გაატაროს დრო და ადაპტაციაც გაიაროს.

მართალია, ახლა კი საუბრობს და კომენტარებს იძლევა, მაგრამ მე ხომ ვიცი, რა განცდა არის ეს ყველაფერი. რომ გამოდიხარ, ცოტა უცნაური განცდა არის მაინც, ეიფორიისმაგვარ რაღაცაშია და ცოტა დრო სჭირდება, რომ დალაგდეს“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ გათავისუფლების შემდეგ განაცხადა, რომ ერთობის მომხრეა და პროცესებში მონაწილეობას აპირებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა ბესელია: ჩვენ ვართ უკიდურესად თავდაყირა დაყენებულ მართლმსაჯულების სისტემაში, სახელმწიფოში, სადაც უწყება, რომელიც უნდა ადგენდეს სამართალს, ვხედავთ, რომ კვალი პირიქით, ამ გარკვეულ პირებთან მიდის

ელისო კილაძე: ჩემს მიერ მხილებულია სუს-ის უფროსი მამუკა მდინარაძე, მის ელექტრონულ სარჩელზე 241 ბიტკოინის ფლობით. ამ კვირაში ვაპირებ გლდანის ციხის დირექტორის და სუს-ის თანამშრომლის სოსო წაქაძის თვითმკვლელობის დეტალებზე საუბარს