ზურაბ ჯაფარიძე: ასე დაიწყო რუსეთშიც

პრინციპული საკითხია ადამიანები გამოვიდნენ და დაიცვან ამ ქვეყნის თავისუფალი და ევროატლანტიკური მომავალი, – ამის შესახებ “გირჩი – მეტი თავისუფლებას” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.
მისი შეფასებით, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“კანონპროექტი ქვეყანაში კრიტიკული მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების დასასრულის დასაწყისია.
“ამათ ერთადერთი რაც ესმით, ეს ძალის ენაა, ხალხი არის ძალა. ხალხის რაოდენობითი თვლიან, რაიმე ნაბიჯს გადადგამენ თუ არ გადადგამენ. პრინციპულად მნიშვნელოვანია ბევრი ხალხი გამოვიდეს. ამ კანონის მიღება ნიშნავს, პრაქტიკულად დამოუკიდებელი და კრიტიკული მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების დასასრულის დასაწყისს. ასე დაიწყო რუსეთშიც და შემდეგ დააშენეს ამ კანონზე რაღაცები. ასე აპირებენ აქაც გაკეთებას, ერთ წელიწადში მეორედ გაბედეს იგივე ნაბიჯი გადაედგათ, პრინციპული საკითხია ადამიანები გამოვიდნენ და დაიცვან ამ ქვეყნის თავისუფალი და ევროატლანტიკური მომავალი. შანსები, რომელიც გაგვიჩნდა ში შეჭრის შემდეგ, რომ გავხდეთ 5-6 წელიწადში ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი, ახლა ეს დევს სასწორზე და ეს ყველამ უნდა გაიაზროს. მე მჯერა, რომ ბევრი ხალხი გამოვა, საღამოს დღეს აქ ბევრი ხალხი იქნება დარწმუნებული ვარ”, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის უკანა შესასვლელთან სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლების აქცია მიმდინარეობს. აქციაზე მყოფები აპროტესტებენ კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელსაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, პირველი მოსმენით განიხილავს.

ასევე დაგაინტერესებთ

მედია: აშშ-ში განიხილება “Megobari” აქტი, რომელიც რუსული კანონის გაუქმების შემთხვევაში, საქართველოსთან სავიზო რეჟიმის შემსუბუქებას, შეღავათიან სავაჭრო პირობებსა და გაუმჯობესებულ სამხედრო მხარდაჭერას ითვალისწინებს