ზურაბ ჭიაბერაშვილი – 2008 წელს საქართველოს სახელმწიფოებრიობა გადარჩა ჩვენი გმირი ჯარისკაცების წყალობით, უპრეცედენტო საერთაშორისო დახმარებითა და მიხეილ სააკაშვილის სიმტკიცით

2008 წელს საქართველოს სახელმწიფოებრიობა გადარჩა ქართული ჯარის, ჩვენი გმირი ჯარისკაცების წყალობით, უპრეცედენტო საერთაშორისო დახმარებით და საქართველოს უმაღლესი მთავარსარდლის, ს სიმტკიცით, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მდივანმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
ჭიაბერაშვილის შეფასებით, ქართველი ხალხის ერთიანობაა ის მთავარი რამ, რაც მოაპოვებინებს მათ გამარჯვებას საპარლამენტო არჩევნებში.
„ქართული ოცნების“ პროპაგანდა ცალსახად შეიძლება შევაფასოთ, როგორც ანტიქართული და ანტიევროპული პროპაგანდა. სწორედ, აი ასეთი ანტიქართული ქმედებების გამო, იმ სიძულვილის და პოლარიზაციის გამო, რასაც „ქართული ოცნება“ 12 წლის განმავლობაში აკეთებს, არის ჩვენი ქვეყანა იმ მდგომარეობაში რაშიც არის; როდესაც არის სიღარიბე, ხალხი გარბის ქვეყნიდან. „ქართული ოცნება“ ცდილობს აი ამ პოლარიზაციით თვითონ შეინარჩუნოს ძალაუფლება. 2008 წელს საქართველოს სახელმწიფოებრიობა გადარჩა ქართული ჯარის, ჩვენი გმირი ჯარისკაცების წყალობით, უპრეცედენტო საერთაშორისო დახმარებით და საქართველოს უმაღლესი მთავარსარდლის, მიხეილ სააკაშვილის სიმტკიცით. ყველაზე მთავარი რაც იყო, თვითონ საზოგადოების ერთიანობაა. საზოგადოების ერთიანობა არის ყველაზე მთავარი, რათა გავუმკლავდეთ ჩვენ წინაშე მდგარ გამოწვევებს. ამიტომ, საზოგადოების ერთიანობა ჩვენ მოგვაპოვებინებს გამარჯვებას 26 ოქტომბერს, რის შემდეგაც, რა თქმა უნდა, შევძლებთ, რომ მშვიდობიანი პოლიტიკა განვახორციელოთ; საქართველო გამოვიყვანოთ საერთაშორისო იზოლაციიდან, დავაბრუნოთ ევროკავშირთან გაწევრიანების პროცესში, რაც საბოლოოდ, განამტკიცებს ჩვენს სუვერენიტეტს და მოგვცემს ტერიტორიული აღდგენის შესაძლებლობას“,- განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ცესკო საერთაშორისო ორგანიზაციებს და დიპლომატიურ კორპუსს მოუწოდებს, 16 ნოემბრის სხდომაზე მომხდარი ფაქტი, რა დროსაც გიორგი კალანდარიშვილს შავი საღებავი შეასხეს, უყურადღებოდ არ დატოვონ

გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციის აქციაზე – დავინახეთ, რომ უფრო მეტი კარავი იყო, ვიდრე კარვებში შემსვლელი ადამიანები – როცა ერთი და იგივე ადამიანი რამდენიმე კარავში შედის, ეს არის „კარუსელი“ და ვის ატყუებენ?!