პლებისციტი ჩატარებულია 2008 წელს, ხალხის ნება გამოხატულია. კონსტიტუციაში უკვე წერია 78-ე მუხლი და საქართველოს უკვე აქვს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი – ანუ, ამის რევიზიას ვიწყებთ? ვის აწყობს ეს? – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მიმართულების მდივანი ზურაბ ჭიაბერაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„1. რეფერენდუმი ტარდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. რადგან საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებული აქვს რუსეთს 1990-93 წლების ომების შედეგად, 2008-შიც აგვისტოს ომამდე, ჩატარდა პლებისციტი და არა რეფერენდუმი.
· პლებისციტი ჩატარებულია 2008 წელს. ხალხის ნება გამოხატულია.
· კონსტიტუციაში უკვე წერია 78-ე მუხლი.
· საქართველოს უკვე აქვს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.
· ანუ მე-2-3-4 პუნქტების რევიზიას ვიწყებთ? ვის აწყობს ეს?,“ – წერს ჭიაბერაშვილი.