ზურაბ ჭიაბერაშვილი – თუ რუსული კანონი გვაცილებს პოლიტიკურ ნაწილში ევროკავშირს, ოფშორების კანონი არის ისეთი რამ, რაც ეკონომიკურად პრობლემას შეუქმნის საქართველოს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მიმართულების მდივნის, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, ე.წ. ოფშორების კანონი არის ისეთი რამ, რაც ეკონომიკურად პრობლემას შეუქმნის საქართველოს და საქართველოში ზოგადად ეკონომიკას.
„ოფშორების კანონი არის რუსული კანონის მეწყვილე ამ საკითხში და თუ რუსული კანონი გვაცილებს პოლიტიკურ ნაწილში ევროკავშირს, ოფშორების კანონი არის ისეთი რამ, რაც ეკონომიკურად პრობლემას შეუქმნის საქართველოს და საქართველოში ზოგადად ეკონომიკას.
ისედაც ეჭვის თვალით გვიყურებს ნორმალური მსოფლიო, რომ საქართველო ეხმარება რუსეთს სანქციების გვერდით ავლაში და თუკი აღქმა იქნება ისეთი, რომ ეს იქნება სანქცირებული ოლიგარქების სეიმი საქართველო, მაშინ ბუნებრივია ძალიან დიდი წყვეტა მოხდება მათ შორის საბანკო-საფინანსო სექტორში, ეს არის უზარმაზარი საფრთხე ჩვენი ქვეყნისთვის უკვე საფინანსო-ეკონომიკური კუთხით.“- განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია, ამიტომაც ეკლესიასთან ერთად ხელისუფლების ვალია დაიცვას იგი, როგორც შემნახველი ქართული იდენტობის, სულიერი და მატერიალური კულტურის