ზურაბ ჭიაბერაშვილი – ვცდილობთ, დღის წესრიგში შევინარჩუნოთ ქართველი ხალხისთვის მნიშვნელოვანი საკითხები, განსაკუთრებით, ოქტომბერში მოსალოდნელი ხელისუფლების ცვლილების პირობებში, როდესაც საქართველო უნდა დაუბრუნდეს თავის ევროპულ პერსპექტივას

„ნაციონალური მოძრაობა“ ვცდილობთ, დღის წესრიგში შევინარჩუნოთ ქართველი ხალხისთვის მნიშვნელოვანი საკითხები, განსაკუთრებით ოქტომბერში მოსალოდნელი ხელისუფლების ცვლილების პირობებში, როდესაც საქართველო უნდა დაუბრუნდეს თავის ევროპულ პერსპექტივას და ევროპული განვითარების ტრაექტორიას, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მიმართულების მდივანმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა, რომელიც „ევროპის სახალხო პარტიის“ სხდომას ესწრება.
მისი თქმით, „ევროპის სახალხო პარტია“ ქართველი ხალხის გვერდით დგომას გააგრძელებს.
„ეს არის ევროპარლამენტის ს შემდგომ, „ევროპის სახალხო პარტიის“ პირველი სხდომა. ამ სხდომაზე ჩვენ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები კვლავ და კვლავ ვცდილობთ, დღის წესრიგში შევინარჩუნოთ ქართველი ხალხისთვის მნიშვნელოვანი საკითხები, განსაკუთრებით, ოქტომბერში მოსალოდნელი ხელისუფლების ცვლილების პირობებში, როდესაც საქართველო უნდა დაუბრუნდეს თავის ევროპულ პერსპექტივას და ევროპული განვითარების ტრაექტორიას.
მიხეილ სააკაშვილმა „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც პირველი პარტია გააწევრიანა „ევროპის სახალხო პარტიაში“ თავის დროზე. ევროპის სახალხო პარტია იყო საქართველოს ეროვნული ინტერესების დამცავი მთელი ამ წლების განმავლობაში, როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობა, ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი იქნა შენარჩუნებული სწორედ ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან თანამშრომლობით. დღესაც, „ნაციონალური მოძრაობა“ კვლავ აგრძელებს იმავეს, რომ დაიცვას ქართველი ხალხის ინტერესები ევროპულ არენაზე. რა თქმა უნდა, ჩვენს მეგობრებს „ევროპის სახალხო პარტიაში“, განსაკუთრებით აღელვებთ ს პოლიტიკური პატიმრობა, რომელიც კიდევ ერთხელ ცხადყოფს მოსალოდნელი საპარლამენტო არჩევნების წინ, რომ ეს არ არის სამართლიანი და თავისუფალი საარჩევნო გარემო, მაგრამ ამ შემთხვევაშიც ჩვენ გვაქვს ქართველი ხალხის გამარჯვების იმედი ოქტომბერში და „ევროპის სახალხო პარტია“ გააგრძელებს ქართველი ხალხის გვერდით დგომას ამ პროცესში“, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, საგარეო მიმართულების მდივანი ზურაბ ჭიაბერაშვილი და საგარეო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი ქავთარაძე ბრიუსელში ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკურ საბჭოს ესწრებიან. პარტიის ინფორმაციით, ეს ევროპის ყველაზე დიდი პოლიტიკური ჯგუფის პირველი შეკრებაა ევროპარლამენტის არჩევნებში მიღწეული წარმატების შემდეგ.