ზურაბ ჭიაბერაშვილი და ირაკლი ქავთარაძე ბერლინში, გერმანიის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს შეხვდნენ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საერთაშორისო მდივანი ზურაბ ჭიაბერაშვილი და პარტიის საერთაშორისო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი ქავთარაძე ბერლინში, გერმანიის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს კნუტ აბრაჰამს შეხვდნენ.
„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, შეხვედრები, ასევე, გაიმართა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის მოადგილესთან, ნიკო ტიპელტთან და წევრთან, მანფრედ გრუდთან, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპის, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორთან, მათიას ლუტენბერგთან.
საუბარი შეეხო, რა უნდა გააკეთოს საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად და, მომავალში, წევრობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. გერმანულმა მხარემ ხაზი გაუსვა დეპოლარიზაციის, 2024 წლის არჩევნების სამართლიანად ჩატარებისა და ევროკომისიის 9 პუნქტში ჩამოთვლილი რეფორმების გატარების აუცილებლობას.
ქართული მხარის წარმომადგენელთა განცხადებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აპირებს, ევროპული დღის წესრიგი თავისი წინასაარჩევნო კამპანიის არსებითი ნაწილი იყოს. ჭიაბერაშვილის თქმით, პოლარიზაციის შემცირებას სჭირდება პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის უკანონო და უსამართლო პოლიტიკური პატიმრობის დასრულება. ეს მნიშვნელოვანია იმიტომაც, რომ 2024 წლის არჩევნების სამართლიანობა ეჭვქვეშ არ დადგეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ვასილ მათითაიშვილი: შეგახსენებთ, რომ ლალი მოროშკინამ თაკო ფხაკაძეს იმიტომ ჩაარტყა ჩანგალი კისერში, რომ მისმა გაზეთმა, პრაიმტაიმმა წლის უგემოვნო ქალბატონად დაასახელა. მოროშკინამ ციხეში 2 კვირა გაატარა

„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ – ნინო დათაშვილი უჩივის მწვავე ტკივილებს – ამის თანმხლებლად, 2019 წლის დოკუმენტში მითითებულია, რომ აქვს ფსიქო-ემოციური ლაბილობა, ეს არის სიმპტომი, რომელიც კავშირში არ არის შერაცხადობასთან