ზურაბ ჩხაიძე: მინდა მივმართო მის კოლეგებს, თანამოაზრეებს, ოჯახის წევრებს, ადვოკატებს, რომ დაარწმუნონ მზია, რომ სრულად შეასრულოს ჩვენი რეკომენდაცია

“შემიძლია გითხრათ, რომ მისი ზოგადი მდგომარეობისთვის დამახასიათებელია ყველა ის სიმპტომი, რაც ახასიათებს ამ პერიოდის განმავლობაში შიმშილობას. მინდა მივმართო მის კოლეგებს, თანამოაზრეებს, ოჯახის წევრებს, ადვოკატებს, რომ დაარწმუნონ მზია, რომ სრულად შეასრულოს ჩვენი რეკომენდაცია. ეს პირველ რიგში ეხება საკვების მიღებას, რათა თავიდან იყოს აცილებული ლეტალური გამოსავალი. ჩვენი სურვილია, სრულად დაექვემდებაროს ჩვენს რეკომენდაციებს. ეს მოგვცემს საშუალებას, აცილებული იყოს ლეტალური გამოსავალი” – თქვა ვივამედის კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ ინტერპრესნიუსთან
“ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელი, ჟურნალისტი მზია ამაღლობელი 37-ე დღეა შიმშილობს – ის საპატიმროდან კლინიკაში 4 თებერვალს გადაიყვანეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ივანე ჩხაიძე – გრიპის ვირუსთან მიმართებით 5 წლამდე ასაკის ბავშვებია რისკის ჯგუფი – მომატებულია მომართვა, რის უკანაც ფილტვების ანთების ძალიან ბევრი შემთხვევა დგას, იაშვილის კლინიკაში 32 ბავშვი მკურნალობს სასუნთქი სისტემის მწვავე დაავადებებით