– ნუ დავიწყებთ აბსურდის მოგონებას, თითქოს ბრიტანულმა და ევროპულმა ფონდებმა 22 მედიასაშუალება 17.5 მილიონი ლარით თავისუფალი მედია სტანდარტისთვის დააფინანსეს

ნუ დავიწყებთ აბსურდის მოგონებას, რომ თითქოს ბრიტანულმა და ევროპულმა ფონდებმა 22 მედიასაშუალება 17.5 მილიონი ლარით თავისუფალი მედია სტანდარტისთვის დააფინანსეს – ლიბერალური ფაშიზმის კლასიკური გამოვლინებაა თავისუფალ მედიას ამოფარებული საინფორმაციო ტერორიზმი და ამ ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლა თითოეული ჩვენგანის ვალდებულებაა! – ეს განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარლამენტის წევრმა მ გააკეთა.
ქადაგიძე სესიაზე, ტვ „იმედის“ მიერ ონლაინ-მედიებთან დაკავშირებით მომზადებულ სიუჟეტს გამოეხმაურა და როგორც აღნიშნა, „მედიას იყენებენ არა როგორც თავისუფალ ინსტიტუტს, არამედ როგორც პოლიტიკურ იარაღს“.
მისივე თქმით, საჭიროა ახალი პოლიტიკური გზამკვლევის შექმნა ზოგიერთი უცხო ქვეყნის საელჩოსთვის, უცხოური ფონდისთვის თუ საერთაშორისო აქტორისთვის.
„მინდა ორი დღის წინ მედიაში გავრცელებულ საკმაოდ სკანდალურ სქემას გამოვეხმაურო. პარადოქსებით სავსე რეალობა ვნახეთ. როდესაც რადიკალიზმმა აზრი დაკარგა, რევოლუცია ჩავარდა და ექსტრემიზმმა თავი ამოწურა, აგენტოკრატების პატრონები მიხვდნენ, რომ კომპრომეტირებული პოლიტიკოსები ქართულ პოლიტიკაში ამინდს ვეღარასდროს შექმნიან. მათი რეიტინგი აბსოლუტურად განულებულია. მათმა პატრონებმა გადაწყვიტეს, რომ ავანსცენიდან რიგ-რიგობით ჩამოხსნილი აგენტოკრატები ახალი და კარგად ორგანიზებული მედიასინდიკატით ჩაანაცვლონ. დიახ, ორი დღის წინ ჩვენ ვნახეთ უცხო ქვეყნის მიერ პირდაპირ პოლიტიკური ინტერვენცია მედიასინდიკატის მეშვეობით.
ეს არის ყველაზე ძვირადღირებულია საინფორმაციო მედიასპეცოპერაცია საქართველოში. წარმოიდგინეთ, ბრიტანულმა და ევროპულმა ფონდებმა 22 მედია-საშუალება 17.5 მილიონი ლარით დააფინანსეს. ნუ დავიწყებთ რაღაც აბსურდის მოგონებას, რომ თითქოს თავისუფალი მედია სტანდარტისთვის და გამჭვირვალობისთვის. დიახ, ეს არის იმ მიზნით გაცემული ფინანსები, რომ რეალობა მაქსიმალურად დამახინჯდეს, მაქსიმალურად მოხდეს რადიკალიზაცია და რადიკალიზაციის ტემპერატურა მაქსიმალურად აიწიოს.
ეს არის გრძელვადიანი ზეწოლის ტექნოლოგია, სადაც მედიას იყენებენ არა როგორც თავისუფალ ინსტიტუტს, არამედ როგორც პოლიტიკურ იარაღს, რათა საზოგადოებრივ აზრზე რაიმე გავლენის მცდელობა მოახერხონ. ხელოვნურად შექმნილი პროცესი, მისი მუდმივად შენარჩუნება და სახელმწიფოს დელეგიტიმაციის მცდელობა მათთვის ერთადერთი ინსტრუმენტია.
წარმოვიდგინოთ, როდესაც მცირე ჯგუფი იღებს კოლოსალურ ფინანსურ რესურს და ამ რესურსს მიმართავს არა ჟურნალისტიკაში, არამედ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში – ეს მედია არ არის და არის ჩრდილოვანი მართვის სინდიკატი.
დღეს საქართველო უპრეცედენტო წნეხს უძლებს, რასაც სხვათა შორის ევროპის დიდმა ქვეყნებმა ვერ გაუძლეს – ზოგან უმრავლესობას უმცირესობა სხვადასხვა მანიპულაციებით მოახვიეს თავს და ზოგან ადგილობრივი სასამართლოს მეშვეობით პირდაპირ გააუქმეს.
ჩვენ მედიას არ ვზღუდავთ. დიახ, თავისუფალი მედია არის დემოკრატიის საფუძველი, მაგრამ ჩრდილოვანი მმართველობა, ფსევდოღირებულებები, თავისუფალ მედიას ამოფარებული საინფორმაციო ტერორიზმი ლიბერალური ფაშიზმის კლასიკური გამოვლინებაა და დიახ, ამ ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლა არის ქართული საზოგადოების და სუვერენიტეტის დაცვა, რაც თითოეული ჩვენგანის ვალდებულებაა.
ჩვენ ახალი პოლიტიკური გზამკვლევი უნდა შევქმნათ ზოგიერთი უცხო საელჩოსთვის, უფრო ფონდისთვის თუ საერთაშორისო აქტორისთვის“, – განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ