დანიის ელჩს – გაუფრთხილდით რეპუტაციას, ნუ გახდებით ქართულ-ევროპული გადატვირთული ურთიერთობების დამაზიანებელი

“იქნებ თქვენი უფლება-მოვალეობები კარგად გაგეთავისებინათ და პოლიტიკური რადიკალიზაციის ხელშეწყობისგან თავი შეგეკავებინათ, არა?!”, – ასე ეხმიანება “ხალხის ძალის” წევრი, , საქართველოში დანიის ელჩს, ანე ტოფტ სორენსენს, რომელმაც ოლიგარქად მოიხსენია.
ქადაგიძემ ელჩს მოუწოდა, გაუფრთხილდეს რეპუტაციას და ნუ გახდება ქართულ-ევროპული გადატვირთული ურთიერთობების დამაზიანებელი.
“ქალბატონო ელჩო, იქნებ თქვენი უფლება-მოვალეობები კარგად გაგეთავისებინათ და პოლიტიკური რადიკალიზაციის ხელშეწყობისგან თავი შეგეკავებინათ, არა?!
თუ, ახალი დავალებაა წამოსული გლობალური პოლიტკონიუქტურის შემოქმედებისაგან და სხვა ვერაფერი მოიფიქრეთ, რომ ხელოვნურ სუნთქვაზე მიერთებული რადიკალური ოპოზიცია გამოაფხიზლოთ?
შეხსენებისთვის, ქართულმა საზოგადოებამ ჰარცელი და კელი დეგნანი მოინელა, თავიანთი უპასუხისმგებლო, პროვოკაციული განზრახვებითურთ და დამერწმუნეთ, თქვენი მონელება არაფერი დიდი ბედენა იქნება!
ასე რომ, გაუფრთხილდით რეპუტაციას და თქვენს საქმეს მიხედეთ.
ნუ გახდებით ქართულ-ევროპული გადატვირთული ურთიერთობების დამაზიანებელი!”, – წერს ზურაბ ქადაგიძე Facebook-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ALDE სულ უფრო მეტად ჰგავს დახურულ პოლიტიკურ კლუბს, სადაც მთავარი ღირებულება ხალხის არჩევანი კი არა, არამედ საკუთარი იდეოლოგიის და პარტიული ქსელის დაცვაა. მათი ჩარევა სხვა ქვეყნების შიდა პროცესებში იშვიათად ემსახურება მოქალაქეთა ინტერესებს

ბიძინა ივანიშვილმა, ქვეყნისათვის წაუგებელი და მომავალზე გათვლილი პროცესი წარმატებით წარმართა, ეგ არის პატრიოტი პოლიტიკოსი და არა ის, რა კატეგორიასაც თქვენ ეძახით პოლიტიკოსებს, სხვისი შპარგალკებით და ათასი “თითლიბაზობით” მოთამაშეებს