ზურაბ ფარჯიანი: ცალმხრივი “ეროვნულობა” არ არსებობს. დღეს ეს ბავშვი (და სხვებიც) ციხეშია. დანარჩენი ყველაფერი მესამეხარისხოვანია

ყოფილი დიპლომატი ზურაბ ფარჯიანი:
ეროვნული სახელმწიფოს და ზოგადად ერის, ეროვნულობის იდეაა, ვინმე უბრალოდ იმიტომ გიყვარდეს რომ “შენია”. “შენიანად” თვლი.
ეროვნულობაა, როდესაც იცი, რომ ბექჰემი 100 წელი სჯობია ყაველაშვილს თუ ჯამარაულს, და რონალდუ კი სჯობს ან მესი მთელს შენს ნაკრებს, მაგრამ ამათკენ ხარ. რადგან ეგენი “შენები” არიან.
და ფეხბურთი კი გიყვარს, იცი რომ ვიღაც “სხვები” უკეთეს და უფრო ლამაზ ფეხბურთს თუ რაგბის თამაშობენ, მაგრამ ესენი “შენები” არიან და ისინი “სხვები”.
ამიტომ “შენების” არეული გირჩევნია, სხვების “დალაგებულს”.
ეროვნულობა გრძნობაა, არაა რაციონალური და ლოგიკური.
და ამიტომ, როგორც ყველა გრძნობა, ცალმხრივობას ვერც ეგ იტანს. ცალმხრივი “ეროვნულობა” არ არსებობს 🙂
დღეს ეს ბავშვი (და სხვებიც) ციხეშია. დანარჩენი ყველაფერი მესამეხარისხოვანია 🙂