დიპლომატი ზურაბ ფარჯიანი:
სადგურის მოედანზე რომ შენობას ბეტონი მოწყდა და ხალხი მოკლა, გახსოვთ რა თქვეს კალაძემ და სხვა “ობერქოცებმა”?!
ჩვენ არ ვართ ის ხალხი, ვინმე ძალით სახლებიდან გამოვყაროთო.
ახლა შეიძლება თქვათ, რომ ამათ უკანონოდ ჰქონდათ აშენებული და “კანონი უნდა კანონობდეს ძმაო”, მაგრამ რატომ არ “კანონებს კანონი” მაგალითად კალაძის საძმაკაცოსთვის, რომელიც როგორც უნდა და სადაც უნდა იქ დგამს კორპუსებს?!
კითხვა რიტორიკულია. ყველამ ვიცით რა და როგორ.
მიადგნენ ყველაზე “უპატრონოებს” და ყრიან. ვინ დაუშლით რო?!
ისე, ამ ეტაპზე ვინც “ქოცებთან” ბრძოლის წინახაზშია, ჩემი დაკვირვებით მეტწილად ვაი-ვაგლახით ჩამოყალიბებული “საშუალო კლასია”, მაგრამ მე რომ ამ ქვეყნის “განვითარების” ტრაექტორიას ვუყურებ, აქ 1917 წელზე უარესი “კლასობრივი ბრძოლა” დატრიალდება, როდესაც ხალხს საბოლოოდ გააპარტახებენ და გააღატაკებენ თავიანთი გაზულუქების პარალელურად.
“ბირკინის” ათიათასობით დოლარიანი ჩანთების და მერის მეუღლის 75.000 დოლარიანი ყელსაბამების ფონზე, ეს წერტილი შეიძლება არც თუ ისე შორი იყოს.
“ფიწლების რევოლუცია” – ყველაზე ნაღდი და დაუნდობელი. უბრალოდ ეს თუ მოხდა მაგ ფიწალზე შეიძლება მეც ვიყო წამოცმული, არავინ იცის 
ამ ქალის სახე, ემოცია და სიტყვები ხომ ცალკე ტრაგედიაა 
“საფლავი (შვილის) რომ არა მქონდეს, საქართველოში ერთი დღე არ გავჩერდებოდი, იმიტომ რომ მძულს საქართველო. აქ ცხოვრება არ ღირს. აქ როგორც ადამიანს არავინ გიყურებს” –
რამდენი უნდა “იჩალიჩო”, ვითომ “ეროვნულო” ხელისუფლებავ, რომ ქართველი ადამიანი ამ დონემდე მიიყვანო?!
ეს კითხვაც რიტორიკულია.
დანარჩენი რა გითხრათ, მე ვინმეს “გამოფხიზლების” იმედი ნაკლებად მაქვს, მაინც ჯიუტად ვაგრძელებ აქ რაღაცეების წერას, თორემ აწი სანამ შუბლით არ შეასკდებიან სისტემის უსამართლობას, არ მგონია ვინმე გამოფხიზლდეს. იმ გოგოსი არ იყოს, “მე ნაჭამი ვიყო და…”




