ზურაბ ფარჯიანი: პუტინის პრობლემა არაა იმდენად საკუთარი მოსახლეობა, რამდენადაც საკუთარი ჯარი. მილიონამდე მკვლელი, რომელიც უკან დაუბრუნდება “დედა რუსეთს”. ავღანეთის და ჩეჩნეთის ვეტერანები ძლივს გადახარშეს და ახლა უკრაინის ვეტერანები უნდათ?!

ყოფილი დიპლომატი ზურაბ ფარჯიანი:
-რუსეთზე.
● ზოგადი შეფასება – ამ ომს დასრულება არ უწერია, სანამ რომელიმე მხარე იმდენად არ დასუსტდება, რომ ნებისმიერ დოკუმენტს მოაწერს ხელი, რასაც წინ დაუდებენ; ან სანამ ასეთი დასუსტების საფრთხეს არ იგრძნობს; ამ ეტაპზე არც რუსეთს აქვს მოგების თავი, არც უკრაინას რამეს დაბრუნების. მიიწევს წინ, ოღონდ კუს ნაბიჯით. ამ “ტემპით”, იმ ტერიტორიების დასაპყრობად, რის გადმოცემასაც პუტინი ითხოვს, კიდევ 4 წელი მაინც დასჭირდებათ რუსებს.
უკრაინა:
● უკრაინა ვერ დათანხმდება ტერიტორიების გადაცემას შესაბამისი მყარი გარანტიების გარეშე. ასეთ გარანტიად კიდევ ვერ ჩაითვლება პუტინის მიერ მისი ბოზი დედის დაფიცება;
● წერილობითი “გარანტიები” რუსეთისგან უკრაინამ 2-ჯერ ისედაც მიიღო – ერთხელ “ბუდაპეშტის მემორანდუმით” 1994 წელს და მეორედ უშუალოდ პუტინისგან, როდესაც 2004 წლის 22 აპრილს ვლადიმერ პუტინმა საზეიმოდ დაამტკიცა რუსეთ-უკრაინის საზღვრის ურღვევობის შესახებ ხელშეკრულება;
● როგორც შეასრულა რუსეთმა ეს “გარანტიები” – ცნობილია;
● შესაბამისად უკრაინას სჭირდება ან ნატო-ს მე-5 მუხლის მსგავსი გარანტიები ან კიდევ უფრო უკეთესი – ძლიერი და კბილებამდე შეიარაღებული უკრაინული არმია;
● ამ გარანტიების მიუხედავადაც, უკრაინისთვის ძალიან გაუმართლებელი იქნება დონეცკის ოლქში ეგრეთ წოდებული სლავიანსკ-კრამატორსკის აგლომერაციის გადაცემა. ესაა ფართობით საკმაოდ დიდი და ძალიან გამაგრებული ტერიტორია, რომლის გადაცემის შემთხვევაში რუსეთს შეეძლება გაცილებით თავისუფლად შეუტიოს თუნდაც ხარკოვს და დნეპროპეტროვსკის ოლქს.
● ნებით ამხელა სისულელეს არავინ იზამს. ქუთაისს გაცვლიდით პირობითად რომელიმე სოფელში? თან თუ ქუთაისი კბილებამდე გამაგრებულია? თან არანაირი გარანტია თუ არ გაქვთ, რომ მერე მტერი ბათუმზე ან თბილისზე არ წამოვა?
● ზელენსკის დუქანი არაა უკრაინა. ღია კაპიტულაციას ვერ დათანხმდება. შეიძლება უბრალოდ მოუტრიალდეს ჯარი და “პასუხი მოსთხოვოს”.
რუსეთი:
■ პუტინის პრობლემა არაა იმდენად საკუთარი მოსახლეობა, რამდენადაც საკუთარი ჯარი. მილიონამდე მკვლელი, რომელიც უკან დაუბრუნდება “დედა რუსეთს”. ავღანეთის და ჩეჩნეთის ვეტერანები ძლივს გადახარშეს და ახლა უკრაინის ვეტერანები უნდათ?!
■ მეორე მხრივ, თუ რუსეთის ეკონომიკას “დაერხა”, პუტინი იძულებული გახდება დათანხმდეს იმ პირობებს, რასაც სთავაზობენ. თან არც-თუ ისე ცუდი პირობებია. რაც აქვს ოკუპირებული, იმის დატოვება და ს იურიდიული აღიარება.
■ რეალურად, ყველაზე ადვილად ამ ომის დასრულება მაინც პუტინს შეუძლია. გამოაცხადოს ცეცხლის შეწყვეტა; შეირგოს უკვე დაპყრობილი ტერიტორიები; “გაყინოს” ფრონტის ხაზი.
ევროპის პოზიცია:
● როგორც ჩანს, ეგენი საბოლოოდ გამოფხიზლდნენ და უკრაინელებზე მეტად მაგათ უნდათ მშვიდობის მყარი გარანტიები და ეს გარანტიები რომ რუსეთის Мамой клянусь ვერ იქნება, კარგად იციან. მათი საუკეთესო გარანტია არის უკრაინის ჯარი და თან სანამ ევროპა შეძლებს ხელახლა მილიტარიზებას, მანამდე უკრაინა იქნება მათი ფარი. ნატო-ს მე-5 მუხლზე გაცილებით სანდოც კი (ზოგადად მე არ ვარ ნატო-ს მე-5 მუხლზე მაღალი წარმოდგენის).
● ევროპის სასიცოცხლო ინტერესია პუტინის გაჩერება. და დღეს გამოჩნდა, რომ ევროპა როგორც იქნა ერთსულოვანია. ევროპაში დიდ ბრიტანეთსაც ვგულისხმობ.
ამერიკა:
● აქ მთავარია ტრამპი ვაქოთ და ვადიდოთ. ტრამპს არაფერში აწყობს სკანდალები და რეიტინგის კლება, შესაბამისად შეიძლება ეს “მშვიდობიანობანა” კაი ხანი გაწელოს. და ყველა კოჭს გაუგორებს. ვერც რუსეთი, ვერც უკრაინა და ვერც ევროპა ტრამპს ვერ უბედავს მისთვის უსიამოვნო რამე უთხრას.
● პუტინიც კი ბოლო-ბოლო, ლოსების და თეთრი დათვების შტატში მივიდა, ოღონდ ტრამპს შეხვედროდა. ვაშინგტონში არ მიუღიათ. და მაინც “უღირდა”.
● საინტერესოა უიტკოფი თუ ჩამოცილდება მოლაპარაკებების პროცესს. აბსოლუტურად უვიცია და დიდ პრობლემებს ქმნის.
ჩინეთი:
● არაფერში აწყობთ მშვიდობა. ორივე მხარეზე ყიდიან დრონებს, პლიუს რუსეთისგან ძალიან იაფად ყიდულობენ ნავთობს და გაზს. გაგიკვირდებათ და ჩინეთი უფრო იაფად იღებს გაზს, ვიდრე ის რუსული რეგიონები, სადაც ეს გაზი მოიპოვება.
● ჩინეთს არ აწყობს ამერიკის ყურადღების მათზე გადატანა. არ აწყობს რუსეთის გამარჯვება, მაგრამ არც რუსეთის მარცხი.
● ამ ომმა რუსეთი პირდაპირ დამოკიდებული გახადა ჩინეთზე – სანამ ომი გაგრძელდება, რუსეთი ჩინეთზე იქნება დამოკიდებული ყველა მიმართულებით და ბუნებრივია ეგ ჩინეთს აწყობს.
დასკვნა: ომი გაგრძელდება.
გამიხარდება თუ შევცდები. ჩვენც, უკრაინასაც და მსოფლიოსაც აწყობს და უნდა მშვიდობა, ოღონდ ისეთი მშვიდობა, 2 წელიწადში კიდევ უფრო დიდი ომი რომ არ მოყვეს.
Как-то так, товарищи

ასევე დაგაინტერესებთ