ზურაბ ფარჯიანი: თურმე, “შაჰ აბასობა” გვაზეიმეს

ყოფილი დიპლომატი ზურაბ ფარჯიანი:
თურმე, “შაჰ აბასობა” გვაზეიმეს.
გამოდით ახლა პროპაგანდისტები, თქვით რამე 🙂
“მოწვევის კონვერტს აწერია The 410thy Anniversary of the Arrival of Georgians in Iran – გამოდის 1616 წელი – შაჰა აბასის ლაშქრობების დროს (1613-1617) კახეთის მოსახლეობის დიდი ნაწილის გაწყვეტა ირანელების მიერ და გადარჩენილების მნიშვნელოვანი ნაწილის ძალადობრივი გადასახლება ირანში. ანუ, ირანული მხარე „გვაზეიმებს“ საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ მოვლენას და ამგვარ შეურაცხყოფაზე ხელისუფლებას არათუ რეაქცია არ აქვს, არამედ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მისასალმებელი სიტყვითაც კი გამოდის”.