ზურაბ პატარაძე – ძალიან მნიშვნელოვანია თანამშრომლობა ჩვენს მეზობელ ქვეყანასთან, სტრატეგიულ პარტნიორთან და პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი აზერბაიჯანში მოიტანს განსაკუთრებით დიდ დივიდენდებს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობაში

აზერბაიჯანში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ზურაბ პატარაძემ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ეკონომიკურ ურთიერთობებზე ისაუბრა.
პატარაძის თქმით, საქართველოსა და აზერბაიჯანს მნიშვნელოვანი პროექტები აქვს განსახორციელებელი.
„აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრთან იყო განხილული მთელი რიგი ეკონომიკური საკითხები, მნიშვნელოვანი პროექტები, რომელიც ხორციელდება ჩვენს ქვეყნებს შორის. ხაზგასმის აღინიშნა მნიშვნელოვანი პროექტი. საუბარია ელექტროკაბელის გაყვანაზე შავი ზღვის ფსკერზე, რომელიც დააკავშირებს ჩვენს რეგიონს ევროპის ქვეყნებთან. ასევე „შუა დერეფნის“ გაძლიერება, ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტის დასრულება, გაფართოება, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია და ვფიქრობ, მომავალი წლის დასაწყისში, ექსპერტების მოსაზრებით და ჩვენი უწყებების ინფორმაციით, დასრულდება, რაც ხუთჯერ გაზრდის ტვირთბრუნვას ჩვენს ქვეყნებს შორის. ეს და სხვა მნიშვნელოვანი პროექტები დგას დღის წესრიგში და ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია თანამშრომლობა ჩვენს მეზობელ ქვეყანასთან, სტრატეგიულ პარტნიორთან და დღევანდელი ვიზიტი მოიტანს განსაკუთრებით დიდ დივიდენდებს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობაში“, – აღნიშნა პატარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – რამდენიმე თვის წინ შეიტანეს სარჩელი, მათ შორის, „ლელოს“ აკრძალვის თაობაზე და ჯერჯერობით განმწესრიგებელი სხდომაც არ ჩაუნიშნავს სასამართლოს – ეს ყველაფერი არის სპექტაკლი, რომლის გათამაშებასაც ივანიშვილი და მისი რეჟიმი აპირებს

დავით ნიკურაძე: პარლამენტის თავმჯდომარე რითაა დაკავებული? ისევ ავრცელებს დასანქცირებული იმედის ტელევიზიის ფეიკს და ამ ფეიკის საფუძველზე გერმანიის ელჩს ეუბნება, ახლავე ბოდიში მოიხადეო