ზურაბ ზვიადაურს იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების საქმეზე საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – მკვლელობის საქმეზე კი მის საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ

ზურაბ ზვიადაურს იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების საქმეზე საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – მკვლელობის საქმეზე კი მის საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ
ოლიმპიურ ჩემპიონს, ზურაბ ზვიადაურს, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, მიმდინარე წლის 16 სექტემბერს დააკავეს, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა.
როგორც “ტვ პირველს” ზვიადაურის უფლებადამცველმა განუცხადა, ბრალდებულსა და ბრალდების მხარეს შორის მოხდა სასჯელზე შეთანხმება, რაც 6-თვიან პატიმრობას, პირობით მსჯავრს და დამატებითი სასჯელის სახედ ჯარიმას გულისხმობს.
“ბრალდებულსა და ბრალდების მხარეს შორის მოხდა შეთანხმება სასჯელზე, რაც ნიშნავს იმას, რომ ზურაბ ზვიადაურს გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება. შუამდგომლობით და განცხადებით მე მივმართე პროკურატურას, რომ გაფორმებულიყო მასთან საპროცესო შეთანხმება. პირობები გახლავთ 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ასევე, პირობითი მსჯავრი და დამატებით სასჯელად დაენიშნა ჯარიმა.” – განაცხადა ადვოკატმა.
ცნობისთვის, ზურაბ ზვიადაური ასევე ბრალდებულია 2021 წლის 16 აგვისტოს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში მომხდარი მკვლელობის საქმეზეც, სადაც, ურთიერთშელაპარაკების შედეგად მომხდარი დაპირისპირების გამო, სამი ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, ზურაბ ზვიადაურის ძმა, ზვიად ზვიადაური. აღნიშნულ საქმეზე განაჩენი ჯერ არ დამდგარა, ვინაიდან, ზვიადაურმა ნაფიც მსჯაულთა სასამართლო აირჩია.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენი არჩევანია მშვიდობა და განვითარება საქართველოსთვის და ქართველების უკეთესი მომავალისთვის, „იგლ ჰილსის“ პროექტის საქართველოს ეროვნული ინტერესების სრული დაცვით განხორციელებაზე ხელისუფლება იღებს სრულ პასუხისმგებლობას

„იგლ ჰილსის“ პროექტით, კრწანისსა და გონიოში იქმნება უმაღლესი სტანდარტების ინფრასტრუქტურა, რომელიც როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ისე საქართველოში ჩამოსულ სტუმრებს საუკეთესო გარემოს შესთავაზებს