ინტერნეტგამოცემა „პუბლიკის“ დირექტორი, ჟურნალისტი ზურა ვარდიაშვილი:
კარგად ვარ მეგობრებო, უბრალოდ ჩემს თანამემიწაწყლე მატიაშვილს (ქიზიყელი ყოფილა) ნერვებმა უმტყუნა.
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ნოდარ ჩაჩანიძე სასამართლოს დერეფანში სკამზე დაჯდა 

შეგახსენებთ, რომ ეს სკამები, სწორედ ამ საქმისთვისაა – დასაჯდომად, მაგრამ ნოდარს მოსთხოვეს ადგომა და წასვლა. ჩაჩანიძე შეეკამათა. ამ დროს საქმეში ჩაერთო მანდატურების უფროსი დავით მატიაშვილი.
ეს კაცი ზოგადად აგრესიულობითაა ცნობილი, მაგრამ ახლა მთლად სახე ჰქონდა წაშლილი – ნოდარს უყვიროდა რომ მას უხდიან აქტივიზმში, იწვევდა პროვოკაციაზე. ნოდარმა, შენ ის არ ხარ გოგო რომ ჩაასმევინე ციხეშიო? ამაზე ამხელა კაცი ცერცვივით ახტა და ნოდარს ეცა, სხვა მანდატურებიც დაეტაკნენ და დაიწყეს მისი გათრევა.
დერეფანში არ გადამიღია. სიმართლე გითხრათ, რატომღაც თავიდან ამომივარდა, რომ ქოცებმა გადაღების აკრძალვა ეზოსაც შეახეს. გავედი ეზოში და ის მომენტი გადავიღე როცა მანდატურებმა ნოდარი გარეთ გამოისროლეს.
ეს დაინახა მატიაშვილმა და მეცა. ტელეფონი ისეთი სისხარტით გამომტაცა ამ ზონზროხა კაცმა, რომ ეტყობა ვარჯიშობს ამაში. მერე შემათრიეს იმ თავიან ოთახში.
მატიაშვილი შოკში ჩააგდო ჩემმა ხაზგასმულმა სიმშვიდემ და ღიმილმა, რაღაცნაირ გამოწვევად აღიქვა. პირადობა მომთხოვა და დამემუქრა, პასუხს აგებო. შემაშინა თავისი ჭკუით. ჩემს ტელეფონში ვიდეოს წასაშლელად ფასვორდი მომთხოვა. ტელეფონი ბავშვის სურათებით მაქვს სავსე და ცხადია არ მინდოდა თავისი ჭუჭყიანი ხელები ეფათურებინა, გამოვართვი და თვითონ წავშალე ჩემი ორწამიანი “უკანონო” ვიდეო. ნოდარის გამოსროლის.
სულ ეს იყო. მეორე მხრიდან გამომიყვანა ერთერთმა მანდატურმა და მთხოვა ცოტა ხანს აღარ შემოხვიდეო. როგორც ჩანს, თავისი უფროსის დაწყნარებას უცდის. დაალევინებენ ალბათ რამეს.