ამერიკის საელჩო, ანუ ამერიკის სახელმწიფოს უშუალო და შეუზღუდავი წარმომადგენელი საქართველოში აქვეყნებს მესიჯს:
“ყველაფერი გასაგებია!”
რამდენად ხშირად გინახავთ, ამერიკის საელჩო რომ ასეთ კომუნიკაციას იყენებდეს?
საერთოდ არ გინახავთ, ხომ?
რატომ იცით?
იმიტომ, რომ ასეთი, ტელეგრამის ტიპის საინფორმაციო კომუნიკაციები ხორციელდება მხოლოდ საგანგებო, გასამხედროებულ სიტუაციაში. ამ მესიჯებს თავისი, მკვეთრად განსაზღვრული ადრესატი ჰყავს. ამჯერად ეს ადრესატი რუსული დაზვერვა და მისი ქართული რეზიდენტურაა, თავისი მეთაურით.
“ყველაფერი გასაგებია!” – არის უძლიერესი და უმკაცრესი მესიჯი დიპლომატიურ ენაზე. ეს ნიშნავს, რომ “ოცნებასთან” და ივანიშვილთან ყველანაირი დიპლომატიური საუბარი დასრულებულია. ასევე გაფრთხილებაა რუსებისათვის.
“ჩვენი ერთგულება ქართველი ხალხის მიმართ რკინასავით მტკიცეა!” – მეორე უძლიერესი მესიჯი. ამერიკის სახელმწიფო ხაზგასმით აცხადებს, რომ მათთვის “ოცნების” მთავრობა აღარ წარმოადგენს ქართველ ხალხს, და რომ ქართველი ხალხის მიტოვება ჰიპოთეტურადაც არ იგეგმება.
გულუბრყვილო, გაუთვითცნობიერებელ ადამიანებს ჰგონიათ, რომ ეს “ქარდები” სასაცილო და უსარგებლოა. რეალურად კი, მათი ადრესატებისათვის, სისხლის გამყინავი მესიჯებია. იმედია ხვდებით, რომ პრეზიდენტი ზელენსკი სანქციების სიას ამერიკულ მხარესთან შეუთანხმებლად არ გამოაქვეყნებდა.
“ოცნების” მაღალჩინოსნებო, დაფიქრდით … ეს მესიჯები თქვენთვისაცაა; კიდევ გაქვთ რამდენიმე დღე, რომ “ქართველი ხალხის” კატეგორიას დაუბრუნდეთ ამერიკის თვალში; მერე კი …” – წერს მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიოლოგია-რეანიმაციისა და ქირურგიის დეპარტამენტების ხელმძღვანელი და მისისიპის უნივერსიტეტის ანესთეზიოლოგიის კათედრის პროფესორი ზურაბ გურული.