ზურაბ გურული: სულ რაღაც რამდენიმე ათეული „ჰარიფის“ სიცოცხლის ფასად ფსბ ამჟამად 3:0-ს უგებს დემოკრატიულ სამყაროს

“ამერიკის დაზვერვამ შეიტყო რომ ISIS-ი ამზადებდა ტერორისტულ აქტს მოსკოვში და გააფრთხილა რუსები.
დიდი ალბათობით, რეალურად, ტერაქტის დამგეგმავმა ჯგუფმა შეგნებულად გახადა ცნობილი ამერიკელებისათვის, რომ ტერაქტს ამზადებდნენ. გაფრთხილებული რუსებიც ვითომ დაფაცურდნენ და რამდენიმე ფარული სპეცოპერაციაც ჩაატარეს. ტერაქტი მაინც შესრულდა. ბუნებრივია. ფსბ ასეთ ოპერაციებს ძალიან ფრთხილად და ეფექტურად გეგმავს.
ნებისმიერი გამოძიება იწყება მოტივის ძებნით. რა მოტივი უნდა ჰქონოდა ISIS-ს ამჟამად ს წინააღმდეგ? არავითარი.
ტერაქტის ჩატარებაში უკრაინის დადანაშაულება იქნებოდა უკიდურესად პრიმიტიული და თან პრაქტიკულად შეუძლებელი, რადგან ამ ბრალდების განეიტრალებაზე ერთად იმუშავებდნენ უკრაინის, ამერიკისა და ევროპის წამყვანი ქვეყნების სპეცსამსახურები. შესაბამისად, სიმართლე ძალიან მალე დადგინდებოდა.
ISIS-ს თურქულ ფრთასთან ერთად ჰყავდა გავლენიანი რუსული ფრთაც, ჩრდილოეთ კავკასიელების სახით. შესაბამისად, გაცილებით მარტივი ამოცანა იყო მათთან დაკავშირება და ტერაქტის დაგეგმვა.
მოტივაცია:
1. მორალურ-ფსიქოლოგიური. გადახედეთ მსოფლიოს საინფორმაციო სააგენტოებს. ამერიკა, ევროპა ერთმანეთს ასწრებენ სამძიმარის გამოხატვაში. ბუჩას და მარიუპოლის ჩამდენი მხეცი ნაცია უცებ საერთაშორისო გულისაჩუყების ობიექტად და მსხვერპლად იქცა.
2. ტაქტიკური. მსოფლიომ დაინახა, რომ ამერიკული სპეცსამსახურები მჭიდროდ თანამშრომლობენ რუსებთან, როდესაც საქმე საერთაშორისო ტერორიზმს ეხება. ანუ, რუსეთი (მორალურად მაინც) ვეღარ იქნება ტერორისტული სახელმწიფო, თუ იგი მსოფლიოს უსასტიკესი ტერორისტული ორგანიზაციის შეტევის ობიექტია. უფრო მეტიც, რუსეთი ისევ მოიაზრება მოკავშირედ ამ მიმართულებით.
3. შორს მიმავალი პოლიტიკური მიზნები. პრაქტიკულად მარტო რჩება პალესტინასთან დაპირისპირებაში. ამერიკის მთავრობაში სერიოზული საუბრები მიდის იმის შესახებ, რომ ისრაელს უპირობოდ აღარ მიაწვდიან იარაღს, რადგან ისინი ამერიკულ იარაღს გენოციდისათვის იყენებენ. თუ ამერიკა ისრაელს “დათმობს” და ჯერჯერობით ყველაფერი ამისკენ მიდის, მაშინ რუსეთი გაუწვდის დახმარების ხელს ისრაელს, რადგან თავადაც „დაჩაგრულია“ რადიკალური ისლამისტური ტერორიზმისაგან. ირანს ცხადია ეს არ მოეწონება, მაგრამ ირანი დიდ ფულს აკეთებს ამჟამად რუსებზე და ამიტომ პროტესტს უხმოდ გადაყლაპავს. ნეთანიაჰუს ეგზისტენციალური კრიზისი უდგას. ამერიკის მთავრობა და დემოკრატთა ებრაული ლობი მის წინააღმდეგ გამოდის. პუტინი ლოგიკურ მოკავშირედ იკვეთება, მითუმეტეს, რომ წინ ხანგრძლივი ომი ელოდება მუსულმანურ სამყაროსთან.
სულ რაღაც რამდენიმე ათეული „ჰარიფის“ სიცოცხლის ფასად ფსბ ამჟამად 3:0-ს უგებს დემოკრატიულ სამყაროს,” – წერს სოციალურ ქსელში მისისიპის უნივერსიტეტის ანესთეზიოლოგიის კათედრის პროფესორი .