: პატივცემულო მთავრობავ: თუ BBC-ისთან სამართლებრივ დავას გადაწყვეტთ, მაშინ მოგიწევთ დამოუკიდებელი საერთაშორისო ექსპერტებისგან შექმნილი კომისიის მოწვევა, რადგან …

მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიოლოგია-რეანიმაციისა და ქირურგიის დეპარტამენტების ხელმძღვანელი და მისისიპის უნივერსიტეტის ანესთეზიოლოგიის კათედრის პროფესორი :
საქართველოს მთავრობის მიერ BBC-ის ჟურნალისტური გამოძიებით გამოწვეულ სკანდალზე გამოვლენილი რეაქციებით შეიძლება გაკეთდეს ლოგიკური ობიექტური დასკვნა, რომ მთავრობას ძალიან სჭირდება კეთილგანწყობილი, კონსტრუქციული მრჩეველი.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, როგორც პასუხისმგებლიანი რიგითი პატრიოტი, შევეცდები მაქსიმალური კონსტრუქციულობით ავხსნა არსებული რეალობა და ამ რეალობაში სწორი მოქმედების კრიტერიუმები.
პატივცემულო მთავრობავ:
1.თუ BBC-ისთან სამართლებრივ დავას გადაწყვეტთ, მაშინ მოგიწევთ დამოუკიდებელი საერთაშორისო ექსპერტებისგან შექმნილი კომისიის მოწვევა, რადგან თქვენს მიერ ჩატარებულ გამოძიებას საერთაშორისო სასამართლო არ მიიღებს როგორც მტკიცებულებას.
2.ყოფილი მინისტრის, ბატონი გომელაურის საჯარო, ოფიციალური განცხადება უკვე წარმოადგენს საფუძვლიან ეჭვს BBC-ის მტკიცებულებათა დასადასტურებლად და აწი მის უარყოფას აზრი არა აქვს.
3.უდანაშაულო ადამიანთა სამართლებრივი დევნის დაწყება იმ მოტივით, რომ მათ BBC-ის გადასცეს თავიანთი ჯანმრთელობის დაზიანების გამოსაძიებელი კვლევის შედეგები, კიდევ უფრო დაამძიმებს არსებულ რეალობას და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სამხილი გახდება საერთაშორისო სასამართლოსათვის.
4.არსებული რეალობისათვის უკვე არანაირი მნიშვნელობა არა აქვს რა გამოიყენა -მ, „კამიტი“ თუ „ციკლონი B“, თქვენ პრაქტიკულად აღარ გაქვთ საფუძვლიანი ეჭვის საფუძვლიანად გაფანტვის შესაძლებლობა.
5.თუ დასჯით უკვე გადამდგარ შსს მინისტრს და მიტინგის დამშლელი გუნდის პასუხისმგებელ პირებს, ამ ქმედებით ირიბად აღიარებთ მათ დანაშაულს და შესაბამისად BBC-ის ბრალდებასაც.
6.თუ დასჯით ახალგაზრდა ექიმს და სხვა პირებს, BBC-ისათვის სამხილების გადაცემისათვის, ასევე ირიბად აღიარებთ, რომ მიტინგების დასაშლელად მართლაც აკრძალული ნივთიერება იქნა გამოყენებული.
7.თუ საერთაშორისო სასამართლომ საფუძვლიანი ეჭვის დონეზე დაამტკიცა, რომ „კამიტი“ იყო გამოყენებული, საქართველოს მთავრობის პასუხისმგებელი პირები ძალიან სერიოზული სანქციების ქვეშ მოექცევიან.
8.თუ საქართველოს მთავრობა არ უჩივლებს BBC-ის, მაშინ ეს იქნება ბრალის აღიარების პირდაპირი დასტური.
როგორც ხედავთ, თქვენ იმყოფებით სრულ სამართლებრივ და ფსიქოლოგიურ ცუგცვანგში, სადაც ნებისმიერი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი წამგებიანია.
შესაბამისად, არსებული სიტუაციიდან მინიმალური ზიანით გამოსასვლელად, საჭიროა შემდეგი სახის ქმედებები:
1.მთავრობის სრული შემადგენლობით გადადგომა.
2.ოპოზიციურ პარტიებთან პარიტეტულ საფუძველზე დროებითი, გარდამავალი მთავრობის შექმნა.
3.გარდამავალი მთავრობის მიერ საერთაშორისო ექსპერტების მოწვევა ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებად.
4.მაქსიმალურად მოკლე ვადაში ახალი, დამოუკიდებელი ს ჩატარება.