“მთაწმინდა შორსაა და გამოექანეთ იაღლუჯადან” – წერს კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ციხიდან გამოგზავნილ წერილში, რომელიც მის Facebook-ის გვერდზე ვრცელდება
დღეს, ე.წ. საბოტაჟისა და სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა მელიას, ნიკა გვარამიას, ელენე ხოშტარიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა დაიწყო. მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის შემთხვევაში პროკურატურა გირაოს შუამდგომლობას დააყენებს




