ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: ბავშვები ასე მხოლოდ ლენინს უყვარდა

“ბავშვები ასე მხოლოდ ლენინს უყვარდა” – ამის შესახებ სოციალურ ქსელში კოალიცია “ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე წერს და გრიგოლ ლილუაშვილის დაკავებას ეხმიანება, რომლის ბრალშიც პროკურატურამ ბაგა-ბაღების ტენდერებიდან ქრთამის სახით აღებულ ფულზე მიუთითა.

ზურა ჯაფარიძე აღნიშნავს, რომ “ოცნებამ” თავდაპირველად რამდენიმე პირი დააკავა, რომლებსაც ბრალად ბაგა-ბაღების ასაშენებელი ფულის მოპარვა ედებათ. ახლა კი გრიგოლ ლილუაშვილი დააკავეს აშენებული ბაგა-ბაღების დაფინანსებიდან “ატკატების” აღებისთვის.

ჯერ ვიღაცები დაიჭირეს, ბაგა-ბაღების ასაშენებელი ფული მოიპარესო.

ახლა ლილუაშვილი დაიჭირეს, აშენებული ბაგა-ბაღების დაფინანსებიდან ატკატებს იღებდაო.

ბავშვები ასე მხოლოდ ლენინს უყვარდა,” – წერს ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.