ზურაბ ბატიაშვილი: ამ წუთებში კატარის თავზე პრაქტიკულად სრულად გათიშეს GPS-ის სიგნალები, სავარაუდოდ იმ მიზნით, რომ ხელი შეუშალონ ირანულ რაკეტებს

,,რონდელის ფონდის” მკვლევარი, ზურაბ ბატიაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

საინტერესოა, რომ კატარმა საკუთარი საჰაერო სივრცე დაკეტა ყველა სახის ფრენებისთვის.
აქ საინტერესო ისაა, რომ კატარში მდებარეობს USCENTCOM ახლო აღმოსავლეთში -ს ძალების სარდლობა, რომელიც პასუხისმგებელია მთელ რეგიონზე. აქვე მდებარეობს ამერიკელების მთავარი სამხედრო-საჰაერო ბაზა ახლოაღმოსავლეთის რეგიონში.
სავარაუდოდ, ამერიკელები მოელიან ირანის თავდასხმას.
ამ წუთებში კატარის თავზე პრაქტიკულად სრულად გათიშეს GPS-ის სიგნალები, სავარაუდოდ იმ მიზნით, რომ ხელი შეუშალონ ირანულ რაკეტებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სანიკიძე – კონკრეტულ პოლიტიკოსებზე აქვს ივანიშვილს გადაწყვეტილი, რომ მზის შუქს თავისუფლებაზე ვეღარ იხილავენ, ეს ასევე, არის ცალსახა პასუხი ევროკომისიის ანგარიშზე – ყველა ანგარიშს ივანიშვილი პასუხობს ზუსტად ასეთი გამწვავებული ფორმით

ირაკლი ქადაგიშვილი – გენერალური პროკურორის განცხადებაში არ დამინახავს, რომ რომელიმე ქვეყანა გამოაცხადა მტრულ სახელმწიფოდ, საუბარია იმაზე, რომ ამ პირებმა ჩაიდინეს მტრული საქმიანობა სახელმწიფოს წინააღმდეგ – ამ მოვლენებს პირდაპირ ეთერში ვუყურებდით