ზურაბ ბალანჩივაძე: თქვენ წინაშეა ხარისხიანი და უხარისხო რესტავრაცია: ხორას მონასტრის მოზაიკას, გელათისგან განსხვავებით, სოკო არ აქვს და აღარ ცვივა

“თქვენ წინაშეა ღვთისმშობლის ორი მოზაიკური გამოსახულება: პირველი მათგანი სტამბოლის ხორას ეკლესიაში გადავიღე, რომელიც დღეს მეჩეთადაა გადაკეთებული, მეორე კი გელათის მონასტერში.
ორივე გამოსახულება იმავე პერიოდს განეკუთვნება, თუმცა, ხორასგან განსხვავებით, გელათი მეჩეთი არასდროს ყოფილა.
ასე რომ, თქვენ წინაშეა ხარისხიანი და უხარისხო რესტავრაცია: ხორას მონასტრის მოზაიკას, გელათისგან განსხვავებით, სოკო არ აქვს და აღარ ცვივა.
ესეც პასუხი, ვინ როგორ უფრთხილდება სიძველეებს,”  – წერს ზურაბ ბალანჩივაძე სოციალურ ქსელში.