ზურაბიშვილს საკუთარი შვილები გადამალული ჰყავს და სხვის შვილებს ეძახის აქციაზე, სადაც შეიძლება დაზიანდნენ

პარლამენტის წევრი, დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე ს განცხადებას ეხმიანება. მისი თქმით, მოწოდებები ბავშვების მიმართ, რომ აქციაზე გავიდნენ სამარცხვინოა.
ვიქტორ ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილს საკუთარი შვილები უსაფრთხოდ ჰყავს გადამალული, სხვის შვილებს კი მოუწოდებს აქციაზე გავიდნენ, სადაც შესაძლოა დაზიანდნენ. დეპუტატის თქმით, სალომე ზურაბიშვილს საკუთარმა ამომრჩეველმაც უნდობლობა გამოუცხადა და ახლა მისი პრეზიდენტობის ვადაც გადის. „ის, რაც ჩვენმა ე.წ პრეზიდენტმა განაცხადა არის წარმოუდგენელი.
“საკუთარი შვილები გადამალული ჰყავს და სხვის შვილებს ეძახის აქციაზე, სადაც შეიძლება დაზიანდნენ. ვინც აირჩია ეს ქალბატონი პრეზიდენტად, უკვე უნდობლობა გამოუცხადეს. მინდა მივმართო, როგორც დედას – არ გრცხვენიათ ქალბატონო სალომე? დღეს მასში დედა ვერ დავინახე.
როგორ შეიძლება არასრულწლოვანებს, ბავშვებს მოუწოდო გამოდითო აქციაზე, სადაც შეიძლება დაშავდნენ. საზღვარი აქვს ყველაფერს, ქართველები ვართ ჩვენ და რაღაცებს ჩვენს თავს არ ვაკადრებთ. ოთხი პარასკევი დარჩენია, 14 – ში ავირჩევთ ახალ პრეზიდენტს და დასრულდება მისი დრო,“- აღნიშნა ვიქტორ ჯაფარიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

უკრაინელი ლტოლვილებისთვის საქართველოს ხელისუფლების მიერ გაწეული 10 მილიონი დოლარის დახმარების ფონზე, რის სანაცვლოდ “მადლიერების” ნიშნად ამაგრებდნენ ანტისახელისუფლებო აქციებს – მთელმა რიგმა ევროპულმა სახელმწიფომ მნიშვნელოვნად გადახედა თავისი დამოკიდებულება უკრაინელი მიგრანტების მიმართ