ზურაბიშვილს მშვიდობის საინაუგურაციო სამიტზე დასწრებისთვის მადლობა გადავუხადე – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ს თქმით, საქართველოს პრეზიდენტს სატელეფონო საუბრისას მადლობა გადაუხადა, რადგან ზურაბიშვილმა შვეიცარიაში დაგეგმილ “მშვიდობის სამიტში” თავისი მონაწილეობა დაადასტურა.
“ვისაუბრე საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან და საინაუგურაციო მშვიდობის სამიტზე მისი დასწრების დადასტურებისთვის მადლობა გადავუხადე. ჩვენს საერთო რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა მხოლოდ ში სამართლიან და მტკიცე მშვიდობას შეუძლია”. – წერს ზელენსკი X-ზე.
მანამდე, ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა, რომ ზელენსკისთან საუბარი ჰქონდა.
“მადლობა გადავუხადე პრეზიდენტს ქართველი ხალხის მიმართ მისი ურყევი მხარდაჭერის გამო – ჩვენი მომავალი ევროპაშია! – წერს ზურაბიშვილი
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ “მშვიდობის ფორმულა” პირველად 2022 წლის 15 ნოემბერს დიდი ოცეულის (G20) სამიტზე წარადგინა.
სამიტზე გამოსვლის შემდგომ, ზელენსკიმ საკუთარ Telegram-ზე დაწერა ის შემოთავაზებები, რაც უკრაინას აქვს და რომლებიც ხელს შეუწყობს უკრაინაში მშვიდობის დამყარებას.
უკრაინის შემოთავაზებაში შედის: 1) რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოება 2) საკვების უსაფრთხოება 3) ენერგეტიკული უსაფრთხოება 4) ყველა პატიმრისა და დეპორტირებული პირის გათავისუფლება 5) გაეროს ქარტიის იმპლემენტაცია, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და მსოფლიო წესრიგის აღდგენა 6) ს სამხედროების უკან გაწვევა და საომარი მოქმედებების შეჩერება 7) სამართლიანობის აღდგენა 8) ანტი-ეკოციდი 9) დამატებითი ესკალაციის თავიდან არიდება 10) ომის დასრულების საკითხის მოგვარება.
შემდგომ, საუდის არაბეთში 2023 წლის 5-6 აგვისტოს და მალტაში 28-29 ოქტომბერს “მშვიდობის ფორმულასთან” დაკავშირებული მოლაპარაკებები გაიმართა
რუსეთმა “მშვიდობის ფორუმში” მონაწილეობაზე უარი განაცხადა, რადგან ყველა პუნქტს ეწინააღმდეგება.