ზურაბიშვილმა „ქვეყნის პირდაპირი ღალატი“ უწოდა მთავრობის ქმედებებს, რამაც გამოიწვია NCDC-ის დაფინანსების შეჩერება

ლუგარის ლაბორატორიისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრისთვის (NCDC) -დან დაახლოებით 2 მლნ ლარის ოდენობის დაფინანსების შეჩერებას საქართველოს პრეზიდენტი „ფეისბუკის“ პირად გვერდზე გამოეხმაურა. ზურაბიშვილმა საქართველოს მთავრობის ქმედებებს, რამაც ეს შედეგი გამოიწვია, „ქვეყნის პირდაპირი ღალატი“ უწოდა.
„ლუგარის ლაბორატორიის და ამერიკელ ექსპერტების, ამერიკის დაავადებათა ცენტრის (CDC), ეროვნულ ჯანდაცვის ინსტიტუტის (NIH) ღვაწლი ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის გადარჩენისა და უსაფრთხოებისთვის ვერც გაიზომება. მადლობის გარდა არაფერი გვეთქმის. იმ დროს, როცა ქვეყნის დემოგრაფიული მაჩვენებლები კატასტროფულ ნიშნულზეა ჩასული, როცა ასი ათასობით ადამიანი ტოვებს ქვეყანას, ამერიკასთან ასეთი მნიშვნელოვანი კავშირის გაწყვეტა წარმოადგენს ქვეყნის პირდაპირ ღალატს. მსოფლიოში გაზრდილი ინფექციური ეპიდემიების საფრთხის ფონზე, საქართველოს ხელისუფლება ბედავს და შეგნებულად უკიდურეს მდგომარეობაში აყენებს ყველა იმ ლაბორატორიას და პროგრამას, რომლის გარეშე სრულიად დაუცველი ვრჩებით მოსალოდნელი პანდემიების წინაშე“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
პრეზიდენტის შეფასებით, მთავრობის ქმედებები საქართველოს რეპუტაციულ ზიანსაც აყენებს.
„აქ მხოლოდ თანხებზე არაა საუბარი, არამედ რეპუტაციულ ზიანზე, ათწლეულობით შექმნილი პროფესიული კავშირების გაწყვეტაზე და ორ ქვეყანას შორის გამყარებულ ნდობასა და თანამშრომლობის ზურგის შექცევაზე.
თან შეურაცხყოფასაც არ ვაკლებთ მეგობარს, პარტნიორს, რომელიც ყველაზე ბნელ დროს გვაწვდიდა უფასო მედიკამენტებს, აცრებს, აპარატურას და რომლის დახმარებით ათასობით ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე გადაურჩა ც ჰეპატიტს, შიდს, ღორის გრიპს, კოვიდს…. აქ ასევე საუბარია ცოდნის გაცვლაზე, ტრენინგებზე რის გარეშეც ვერ გავზრდით ხვალინდელი დღის მაღალი დონის პროფესიონალებს. იზოლაცია მეცნიერების მტერია! რადგანაც საფრთხეში აყენებენ საქართველოს მიერ მოპოვებულ აღიარებას – სანდო და თანასწორ პარტნიორობას.
მიუღებელი ისაა, როცა შენი ხელისუფლება, შეგნებულად და დაჟინებით ანგრევს და ანადგურებს ჩვენი წარმატების ყველა სფეროს“, – ვკითხულობთ განცხადებაში.
6 აგვისტოს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა მ დაადასტურა, რომ ლუგარის ლაბორატორიასა და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს (NCDC) აშშ-დან დაახლოებით 2 მლნ ლარის ოდენობის დაფინანსება შეუჩერდა.
უფრო ადრე ცნობილი გახდა, რომ აშშ საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონ დოლარზე მეტი ოდენობის პირდაპირ დახმარებას აჩერებს. გადაწყვეტილების მიზეზი საქართველოს დემოკრატიის უკუსვლა და საქართველოს პარლამენტის მიერ ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონის მიღება გახდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარკო მიხელსონი – რუსეთი აწარმოებს ომს უკრაინის გასანადგურებლად, აწყობს დივერსიებს, პოლიტიკურად კონტროლს აწესებს საქართველოზე – არ დადგა დრო, ეს ფაშისტური რეჟიმი ანგარიშვალდებული გავხადოთ?