“ზურაბიშვილმა უპირობოდ უნდა გაათავისუფლოს სააკაშვილი” – სოფო ჯაფარიძე

ენმ-ს წევრმა მ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა:
“სალომე ზურაბიშვილმა უნდა გადახედოს კი არა უპირობოდ უნდა გაათავისუფლოს , რადგან მან იცის რომ ის არის პოლიტიკური პატიმარი და ის უნდა იყოს გათავისუფლებული იმისათვის, რომა რ დამახინჯდეს ჩვენი ქვეყნის ისტორია. რაც შეეხება ამნისტიის ინიციატივას, მიხეილ სააკაშვილზე კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი, რომელიც უპირობოდ უნდა გაათავისუფლონ, მაგრამ რაც შეეხება ამ ინიციატივას, ჩვენ ბევრი დეტალი არ ვიცით ამასთან დაკავშირებით. ზოგადად, ამნისტიის იდეა არის ჰუმანური აქტი და ვფიქრობთ და მე პირადად სრულად ვეთანხმები და არის ძალიან კარგი, მაგრამ არის დანაშაულები, პირობითად პედოფილია, რომელსაც ცხადია, არ უნდა შეეხოს ამნისტია. იქიდან გამომდინარე, რომ მე დეტალები არ ვიცი, მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ”.

ასევე დაგაინტერესებთ