ზურაბიშვილმა ამის ხარჯზე შეინარჩუნა თანამდებობა – კობახიძე

დღეს ზუსტად შვიდ საათზე ილია თოფურიას ღირსების ორდენს გადასცემს. ამ მოთხოვნით პრემიერმა და პარლამენტის თავმჯდომარემ ზურაბიშვილის დღეს მიმართეს.
“დღეს, სალომე ზურაბიშვილი არის საქართველოს პრეზიდენტი. ეს არის მისი ოფიციალური თანამდებობა. მოგეხსენებათ, რომ ოპოზიციის ხმების ხარჯზე მან შეინარჩუნა ეს თანამდებობა კონსტიტუციის დარღვევის მიუხედავად. ამას თავი რომ დავანებოთ, ჩვენ ვიცით, რომ პრეზიდენტი იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას წარდგინების საფუძველზე, იმისთვის, რომ ილია თოფურიას ჩვენ დავუფასოთ სათანადოდ ძალიან დიდი დამსახურება ჩვენი ქვეყნის წინაშე, რაც მან მოიპოვა თავისი შრომით, თავისი პატრიოტიზმით, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ამ აქტის განხორციელება და სწორედ ამიტომ მე და პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მივმართეთ პრეზიდენტს შესაბამისი წარდგინებით”, – განაცხადა მ.
ილია თოფურიას დაჯილდოება ათონელის რეზიდენციაში სავარაუდოდ, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების პირველი პირების გარეშე ჩაივლის.
დღეს დილით გაირკვა, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ და პრემიერმა სალომე ზურაბიშვილს მიმართეს, რომ ჩემპიონისთვის ღირსების ორდენი გადაეცა.