ზურაბიშვილი სანდუს: საქართველო, მოლდოვა და უკრაინა ერთად განაგრძობენ სვლას ევროპულ გზაზე

საქართველოს პრეზიდენტი მოლდოვის პრეზიდენტს, მაია სანდუს შეხვდა. შეხვედრა ლიდერებს შორის უკრაინის მშვიდობის სამიტის ფარგლებში, შვეიცარიაში, შედგა.
ზურაბიშვილმა სანდუს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დაწყება მიულოცა.
“დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო, მოლდოვა და მალე ერთად განაგრძობენ სვლას ევროპულ გზაზე”, – წერს ზურაბიშვილი X-ზე.