ზურაბიშვილი ოცნებაზე: საფრთხეს უქმნიან ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას

პრეზიდენტი -ის მიერ სამხედრო წვრთნის გადადებას გამოეხმაურა და თქვა, რომ ქართული ოცნება სტრატეგიულ პარტნიორობას საფრთხეს უქმნის. ამის შესახებ პრეზიდენტი ფეისბუქის პირად გვერდზე წერს.
“ევროპის გზა საფრთხის ქვეშ დააყენეს რუსული კანონის მიღებით, ამერიკელ პარტნიორების შეურაცხყოფით და მათ მიმართ წარმოთქმულi ბრალდებების (მეორე ფრონტი თუ გადატრიალებისა) შედეგად, ახლა საფრთხეს უქმნიან ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელსაც ეფუძნება ჩვენ თავდაცვის ძალების გაძლიერება და NATO-ს სტანდარტებზე აყვანა.
ამას ეძახიან საქართველოს ინტერესებს… ამ დროს დასუსტებულ და იზოლირებულ საქართველოს უჩენენ ბევრად დიდ საფრთხეს”, – წერს პრეზიდენტი.