ზურაბიშვილი “ნაცების” დღის წესრიგის მიხედვით ცდილობს, სახელმწიფო ინსტიტუტებს ჩრდილი მიაყენოს

ზურაბიშვილი “ნაცების” დღის წესრიგის მიხედვით ცდილობს, სახელმწიფო ინსტიტუტებს ჩრდილი მიაყენოს
კონსტიტუციის დამრღვევი “პრეზიდენტი” ზურაბიშვილი, რომელიც “ნაცების” დღის წესრიგის მიხედვით, ცდილობს სახელმწიფო ინსტიტუტებს, მათ შორის ს როგორმე ჩრდილი მიაყენოს, როგორც მინიმუმ უზნეოა და პოლიტიკურად ნულია, – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე პრეზიდენტ ს მიერ არჩევნებში დიასპორის ჩართულობასთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრას.
აბაშიძის განცხადებით, ზურაბიშვილი ყველაფერს კადრულობს, რომ შეასრულოს ბინძური დაკვეთა და 26 ოქტომბრის გაყალბებულად გამოაცხადოს, თუმცა, მისი დესტრუქციული ქმედებები განეიტრალდება.
“დღეს, დე ფაქტო პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი შეხვდა ცესკოს, არასამთავრობოებისა და ევროკავშირის საელჩოს წარმომადგენლებს და თვალთმაქცურად “მოითხოვა” უცხოეთში დამატებითი საარჩევნო უბნების გახსნა. კონსტიტუციის დამრღვევი “პრეზიდენტი” ზურაბიშვილი, რომელიც “ნაცების” დღის წესრიგის მიხედვით, ცდილობს სახელმწიფო ინსტიტუტებს, მათ შორის ცესკოს როგორმე ჩრდილი მიაყენოს, როგორც მინიმუმ უზნეოა და პოლიტიკურად 0-ია.
წინასწარი ნიადაგის მომზადებით, არაადეკვატური ზურაბიშვილი ყველაფერს კადრულობს იმისთვის, რომ შეასრულოს ბინძური დაკვეთა და 26 ოქტომბრის არჩევნები “გაყალბებულად” გამოაცხადოს. თუმცა, მისი ეს და სხვა მოსალოდნელი დესტრუქცია განეიტრალდება სიმართლითა და კანონმდებლობით.” – წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

გვაქვს გონივრული ვარაუდი, რომ მცდელობაა, ინსტიტუცია იყოს მუდმივ რეჟიმში დისკრედიტებული, რათა საზოგადოებაში შეიქმნას აღქმა, განცდა, თითქოს რაღაც მანიპულაციას ჰქონდა ადგილი, თითქოს 26 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა

საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის სარჩელი სრულად დააკმაყოფილა, გიორგი ბაჩიაშვილს 9000-მდე ბიტკოინის დაბრუნება დაევალა, სულაც არ არის გასაკვირი, ასეც უნდა ყოფილიყო-თაღლითს უთხრეს ფული უნდა დააბრუნოო

ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ „ევროპის სახალხო პარტია“ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ პირდაპირი მოკავშირეა და მათ განცხადებებს საერთოდ ფასიც კი არ აქვს, როდესაც ისინი საქართველოზე საუბრობენ