ზურაბიშვილი: მინდა მივმართო სამართალდამცავებს – არ აწიოთ ხელი ახალგაზრდა მოქალაქეებზე

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მიმართვა გაავრცელა და პოლიციელებს მოუწოდა, არ აწიონ ხელი ახალგაზრდა მოქალაქეებზე, თავი შეიკავონ აგრესიისგან და საკუთარი მოვალეობა შეასრულონ.
“მინდა მივმართო, პირველ რიგში, სამართალდამცავებს, ვიცი, საპატრულო პოლიცია ყველაფერს აკეთებს და მინდა ამისთვის მადლობა ვუთხრა. დანარჩენებს მინდა მოგმართოთ – არ აწიოთ ხელი ჩვენს ახალგაზრდა მოქალაქეებსა და არც სხვებზე! თავი შეიკავეთ და თქვენი მოვალეობა დაიცავით! არაფერი ხდება არც რუსთაველზე, არც სხვა ქალაქებში, რაც თქვენს ჩართულობასა და დარბევას მოითხოვს. ამიტომ ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა არის თქვენი, მხოლოდ თქვენი და თქვენი უფროსების. მათაც უნდა იფიქრონ ამაზე”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
ამასთან, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ძალიან მაგარია, როცა გარუსებულ, კონსტიტუცია წართმეულ, არალეგიტიმური მთავრობის მქონე და პარლამენტის ხელში მყოფ საქართველოს არავინ ეგუება და ბრძოლას აგრძელებენ.
“ძალიან მაგარია საქართველო და მაგარია მისი საზოგადოება, ეს ჩანს ყველანაირად, რომ არავინ არ არის მზად შეეგუოს გარუსებულ საქართველოს, კონსტიტუცია წართმეულ საქართველოს, არალეგიტიმური მთავრობისა და პარლამენტის ხელში მყოფ საქართველოს.
თქვენ ხართ ძალიან ბევრნი გამოსული დღეს. გიყურებთ, გიყურებთ რუსთაველზე, გიყურებთ საქართველოს სხვადასხვა ქალებში, , ქუთაისი, ზუგდიდ, ახმეტა, ლაგოდეხი, თელავი. ეს არნახულია, რომ ერთდროულად და სპონტანურად გამოდიოდნენ საქართველოს მოქალაქეები, უაღრესად მშვიდობიანად”, – განაცხადა პრეზიდენტმა.