ზურაბიშვილი ლახავს ყველა შესაძლო ზღვარს და წითელ ხაზებს – ნინო წილოსანი

ზურაბიშვილი ლახავს ყველა შესაძლო ზღვარს და წითელ ხაზებს – ნინო წილოსანი
ეს ადამიანი ლახავს უკვე ყველა შესაძლო ზღვარს და წითელ ხაზებს. არაფრით არ მივესალმებით თუნდაც ამ ფორმატში პატრიარქის ან ეკლესიის ასე დისკრედიტებულად მოხსენიებას და რომელიმე ძალასთან მიკუთნებადობას, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
მისი თქმით, ალბათ ნათლად ჩანს, რომ ყოველ ახალ გამოსვლაზე ახალ-ახალ საზღვრებს ლახავს.
„ეს ადამიანი [] ზიანს აყენებს საკუთარ რეპუტაციას და გარკვეულწილად რაღაც ინსტიტუციების რეპუტაციასაც, რადგან ეკლესია პატრიარქის იმ დიდი აღიარებითა და პატივისცემით, რომელიც საზოგადოებაშია, არანაირ კითხვის ნიშნებს არ იმსახურებს არც ერთი ჩვენგანისგან და განსაკუთრებით პრეზიდენტისგან. ამ საკითხზე ამ კითხვების და თავისი სურვილების გაჟღერება და გარკვეულწილად ჩარევა, გახსნილ მედიაპლატფორმაზე და ამ ყველაფრის ასე საჯაროდ გაცხადება, ვფიქრობ, რომ უპირველეს ყოვლისა მას აზიანებს და კიდევ ერთხელ ამყარებს მოსაზრებას, რომ ეს ადამიანი ლახავს უკვე ყველა შესაძლო ზღვარს და წითელ ხაზებს. არაფრით არ მივესალმებით პატრიარქის თუნდაც ამ ფორმატში, ან ეკლესიის ასე დისკრედიტებულად მოხსენიებას და რომელიმე ძალასთან მიკუთნებადობას, რადგან ჩვენს ეკლესიას აქვს გაცხადებული მიზნები, გაცხადებული აღმსარებლობა და ამის მიღმა რამე იარლიყების მიკერება ვფიქრობ, უზომოდ საზიანოა ზოგადი მოცემულობისთვის“, – აღნიშნა ნინო წილოსანმა.
სალომე ზურაბიშვილმა ლონდონში, საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტში სტუმრობისას საქართველოს ეკლესიაზე საუბრისას განაცხადა: “ძალიან კომპლექსური ვითარებაა, რისი მიზეზიც დღეს პატრიარქის სისუსტეა. დარწმუნებული ვარ, ქართული ეკლესია მოახერხებს პროქართული და პროევროპული პატრიარქის არჩევას და არა პრორუსის“.

ასევე დაგაინტერესებთ

დათა გვასალია ლევან სანიკიძეს: ცოტა უხერხულია ცოტნე ივანიშვილსა და მის მამაზე საუბარი მაშინ, როცა საკუთარ სახლში პრინციპების გადაფასების ასეთი მასშტაბური კონვეიერი გაქვთ გამართული

ანამარია ქუთათელაძე: საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული სტრატეგია სულ უფრო მეტად ემთხვევა საერთაშორისო მიდგომებს, რომლებიც ახალგაზრდების კეთილდღეობას განიხილავენ, როგორც მდგრადი განვითარების ერთ-ერთ მთავარ საფუძველს