ზურაბიშვილი: ვიღაცებს სურთ, ჩვენი 30-წლიანი მოკავშირეები უსახო ომის პარტიად წარმოაჩინონ

დღეს ვიღაცებს სურთ, რომ ჩვენი 30-წლიანი მოკავშირეები და პარტნიორები წარმოადგინონ, როგორც რაღაც უცნობი და უსახო ომის პარტია, რომელიც საქართველოს იწვევს ავანტიურაში, თუ კონფრონტაცია. ეს არის დიდი ტყუილი და მავნებლობა. ჩვენ და, პირველ რიგში, თქვენ, ყველამ კარგად ვიცით და არა მხოლოდ უკანასკნელი 30 წლის მაგალითზე, თუ ვინ არის საქართველოს სახელმწიფოებრიობის და დამოუკიდებლობის მოუსვენარი მტერი.